Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:09 25.12.2018
ეკო ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის "სიღნაღის არტ ჰოტელი" და ლალი მოროშკინა დაჯილდოვდა

 

14 დეკემბერს, თბილისი გარდენ ჰოლში, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX ბიზნესრეიტინგის 2017-2018 წლის საზეიმო საღამო და დაჯილოდება  გაიმართა. 

 

 

ბიზნესრეიტინგის ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე   გამოვლენილიგამარჯვებული კომპანია, გრან-პრისმფლობელი „ავერსი“ და პაატა კურტანიძე გახდა, ხოლო წლის ინვესტორი კი - კომპანია „დრიმ ლენდოაზისი“  და ნიკოლოზ გეგუჩაძე.

 

წელს, საპატიო სტუმრების სტატუსით, ღონისძიებაზეწარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი კომპანიები:

 

 

1. საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია „ველსი“ 

 

2. სიღნაღის არტ ჰოტელი

 

3. შავი ზღვის უნივერსიტეტი

4. ღვინის ეზო N1

 

5. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო

 

ყველა ზემოთჩამოთვლილი კომპანია “ზარაფხანას“ მიერ დამზადებული  სამკერდე ნიშნით,- ვერცხლის მოოქროვილი ბოლნური ჯვრით დაჯილდოვდა. 

 

 

 

ნომინაციაში - „ეკო ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილი“, "სიღნაღის არტ ჰოტელი" და ლალი მოროშკინა დაჯილდოვდა.

 

 

ცნობისათვის, სასტუმრო "Art Hotel" სიღნაღში ისტორიულ ნაწილში, ქალაქის კედელთან, ეთნოგრაფიულ პარკთან ახლოს მდებარეობს. „სიღნაღი არტ ჰოტელი“ ეს არის ახალი სახლის ტიპის სასტუმრო და ახალი სიტყვა სიღნაღის სასტუმროებში, გამორჩეული სტილით, ხედითა და ადგილმდებარეობით.

 

 

 

„უკვე მეორე წელია, რაც ამ საქმიანობისთვის მეც ვჯილდოვდები. ზოგადად, ჩემთვის ძალიან პრიორიტეტულია რეგიონების განვითარება. ამჯერად კი, უკვე კახეთს გადავწვდი.


დიდი მადლობა ჯილდოსთვის და გეპატიჟებით ჩემს ძალიან პატარა, მაგრამ საყვარელ სასტუმროში,“ - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge