Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:30 25.12.2018
XIX ბიზნესრეიტინგის ღონისძიების ჯილდოების აღწერილობა

თბილისი გარდენ ჰოლში, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX ბიზნესრეიტინგის 2017-2018 წლის საზეიმო საღამო და დაჯილოდება  გაიმართა. 

 

ბიზნესრეიტინგის ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია, გრან-პრის მფლობელი „ავერსი“ და პაატა კურტანიძე გახდა. 

 

ბიზნესრეიტინგის ეროვნული ჯილდო დამზადებულია ძვირფასი ლითონებისგან:

ოქრო-31 5 გრამი,

ვერცხლი-12 გრამი,

ბუნებრივი ქვებისგან:

ბრილიანტი-1 ცალი,

ლურჯი საფირონი-1 ცალი,

ფირუზი-4 ცალი,

ცირკონი-2ცალი,

მწვანე ძოწი-2ცალი

შემსრულებელი: ბაადურ ლეჟავა, გიორგი მეტრეველი, ირაკლი გეგეჩკორი

 

 

მთავარი პრიზი კომპოზიცია "ბოლნური ჯვარი" დამზადებულია ნატურალური ტყავისგან, გამოყენებულია ბუნებრივი ქვები, ხელნაკეთია და ექსკლუზიურად დამზადაებულია მხატვარ ბაადურ ლეჟავას მიერ.

 

 

 

 

 

ღონისძიოებაზე წლის ინვესტორი კომპანია „დრიმ ლენდ ოაზისი“  და ნიკოლოზ გეგუჩაძე დასახელდა, რომელსაც ინვესტორის ეროვნული ჯილდო "წარმატების მერიდიანი" გადაეცა.

 

ჯილდო ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია, დამზადებულია ძვირფასი თვლებით:

ვერცხლი 925 სინჯი

ვერცხლის წონა 300.5 გრ.

მოოქროვილი 24 კარატი (999.9) ოქოროთი

‘მოოქოროების წონა 0.21 გრ

მოხატულია ცივი ემალით 0.5 გრ. როდირებული

დასმულია ობსიდიანის ქვაზე 

შესრულებული მასალა  „ზარაფხანას“ ეკუთვნის.

 

 

 

 

ღონისძიებაზე მონაწილე კომპანიები "ზარაფხანას" მიერ დამზადებული მოოქროილი ბროშით - "ბოლნური ჯვრით" დაჯილდოვნდენ, ხოლო რჩეული ინვესტორები -  მოოქროვილი ბროშით -"ლომით".

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge