Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:22 24.12.2018
სპეციალურად XIX ბიზნესრეიტინგისთვის, კრეატიული სხარტულა ლექსები მწერალმა თამრი ფხაკაძემ შექმნა

 

14 დეკემბერს, თბილისი გარდენ ჰოლში, მედიაჰოლდინგ  ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX  ბიზნესრეიტინგის დაჯილდოება და საზეიმო საღამო გაიმართა

 

ბიზნეს დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად, ყოველწლიურად ტარდება, ბიზნეს ელიტის შეკრების ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება. მას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ბიზნეს კლუბიც, სადაც წლის რჩეული ბიზნესმენები საკუთარ წარმატებას არაოფიციალურ გარემოში ზეიმობენ.

 

 

ბიზნესრეიტინგის ღონისძიებაზე, წელს პირველად, ჯორჯიან თაიმსისინიციატივით, ნომინაციებთან ერთად, კომპანიებს, საჩუქრად  მათი საქმიანობის თემაზე შექმნილი, კრეატიული სხარტულა ლექსები გადაეცათ. აღნიშნული ლექსები, პერსონალურად XIX ბიზნესრეიტინგის დღესასწაულისთვის, გოგებაშვილის, საპატრიარქოსა და საბას პრემიების ლაურეატმა თამრი ფხაკაძემ შექმნა.

 

ცნობისათვის, ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, დრამატურგი და სცენარისტი თამარ ფხაკაძე არაერთი წიგნის, მათ შორის თარგმანის ავტორია.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge