Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:00 24.12.2018
"მუდმივი თანადგომისა და მხარდაჭერისათვის“ XIX ბიზნესრეიტინგის ღონისძიებაზე 32 მედიას საშუალება დაჯილდოვდა

თბილისი გარდენ ჰოლში, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX ბიზნესრეიტინგის 2017-2018 წლის საზეიმო საღამო და დაჯილოდება  გაიმართა. 

 

ბიზნესრეიტინგის ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია, გრან-პრის მფლობელი „ავერსი“ და პაატა კურტანიძე გახდა, ხოლო წლის ინვესტორი კი - კომპანია „დრიმ ლენდ ოაზისი“  და ნიკოლოზ გეგუჩაძე.

 

ბიზნესრეიტინგის ღონისძიების ორგანიზატორის „ჯორჯიან თაიმსის“ ინიციატივით ბიზნესმენებთან ერთად 32 მედია საშუალება ნომინაციაში - „მუდმივი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის“ დაჯილდოვდა:

 

1. საზოგადოებრივი მაუწყებელი 

2. იმედი

3. ტვ პირველი

4. პალიტრა ნიუსი

5. საფერავი TV

6. ობიექტივი

7. სტარვიზია

8. მუზიკბოქსი

9. ფორტუნა

10. ავტორადიო

11. თბილისელები

12. კავკასიან ბიზნეს ვიკი

13. რეზონანასი

14. პრაიმთაიმი

15. ბანკები და ფინანსები

16. სვობოდნაია გრუზია

17. ბიზნეს მედია

18. ვერსია

19. ქართული აზრი 

20. Award.com.ge

21. Kvira.ge

22. Georgianpress.ge

23. For.ge

24. Liderinfo.ge

25. NewsDay.ge

26. Reportiori.ge

27. Economic.ge

28. Metronome.ge

29. Timer.ge

30. Fact2.ge

31. რაგბი ტვ

 

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ ფოტორეპორტიორები:

 

1. ნუგზარ კერესელიძე

2. გიორგი აბდალაძე

3. ლევან გორგიჯანიძე

 

წელს პირველად, საუკეთესო მედია საშუალება ბიზნესმესმენებმა დაასახელეს და მათი გადაწყვეტილებით, ასეთად, ტელეკომპანია ტვ პირველი დასახელდა. 

 

„ეს  ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.  ბიზნესის დაჯილდოების ღონისძიებაზე ჯილდო გადაეცემა ტელევიზიას, რომელსაც ქართულ მედიასაშუალებებს შორის ყველაზე პატარა ისტორია აქვს. ვულოცავ „ტვ პირველს“ ამ ჯილდოს. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქვეყანაში პოლიტიკური ფულისა და  ინტერესების გარეშე  იქმნება მედიასაშუალება, რომელიც ამ ქვეყანაში თავისუფლების იშვიათი კუნძულია.

 

„ტვ პირველი“ ადასტურებს, რომ თუკი გულით მოინდომებ დიდი ფულის გარეშე გააკეთო საქმე, ეს - აუცილებლად წარმატებით  დასრულდება.“- განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.

 

რაც შეეხება ჟურნალისტების რჩეულ კომპანიას, წელს, მათი გადაწყვეტილებით, კომპანია  „ქართული ზეთისხილი“ და გიორგი სვანიძე დასახელდა.

 

 

შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“, ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან  ატარებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge