Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:27 24.12.2018
წლის ოჯახური ბიზნესი და რეგიონული ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილი - "ღვინის ეზო N1" ორ ნომინაციაში დაჯილდოვდა

14 დეკემბერს, თბილისი გარდენ ჰოლში, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX ბიზნესრეიტინგის 2017-2018 წლის საზეიმო საღამო და დაჯილოდება  გაიმართა. 

 

ბიზნესრეიტინგის ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე   გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია, გრან-პრის მფლობელი ავერსიდა პაატა კურტანიძე გახდა, ხოლო წლის ინვესტორი კი - კომპანია დრიმ ლენდ ოაზისი“  და ნიკოლოზ გეგუჩაძე.

 

წელს, საპატიო სტუმრების სტატუსით, ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი კომპანიები:

 

1. საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი“ 

2. სიღნაღის არტ ჰოტელი

3. შავი ზღვის უნივერსიტეტი

4. ღვინი სეზო N1

5. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო

 

ყველა ზემოთჩამოთვლილი კომპანია სამკერდე ნიშნით, - ვერცხლის მოოქროვილი ბოლნური ჯვრით დაჯილდოვდა

 

სულ ერთი წლის, თუმცა ძალიან წარმატებული კომპანია "ღვინის ეზო N1" და თიკა დუღაშვილი შემდეგ ორ ნომინაციაში დაჯილდოვდა:


. წლის ოჯახური ბიზნესი

. რეგიონული ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილი.


ცნობისათვის, კომპანია "ღვინის ეზო N1" ოჯახური ტიპის ტურისტული ობიექტია , რომელიც კახეთში, ყვარლის რაიონ სოფ. ახალსოფელში მდებარეობს.

 

მიუხედავად მოკლე პერიოდისა, "ღვინის ეზო N 1"-მა, ტურისტების მიზიდვის თვალსაზრისით, ყველა არსებული რეკორდი მოხსნა!

 

ობიექტის ძირითადი მიმართულება წინაპრების საქმიანობის, კერძოდ, ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციის უცხოელებისთვის გაცნობა წარმოადგენს, რაშიც მთელი ოჯახია ჩართული. ბიზნესის წარმოებისთვისთვის, ოჯახის წევრებს პრესტიჟული სამსახურების დატოვება და საცხოვრებლად კახეთში გადასვლა მოუწიათ. „ღვინის ეზო N1“ სრულიად ორიგინალური კონცეფციაა, რომლის სლოგანია - „იგრძენი თავი საკუთარ სახლში“.

 

ობიექტი აერთიანებს ტურიზმიის სხვადასხვა მიმართულებებს : ღვინის, აგრო, ეკო, ეთნო და გასტრო ტურიზმს. ,,სოფელში კარგია’’ - ამ პიარ კამპანიით ბევრ ახალგაზრდას მიეცა სტიმული, რომ დაბრუნებულიყო რეგიონში დაღვინის ეზო N1“-ის მსგავსი საქმიანობა წამოეწყო. „ღვინის ეზო N1“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ისეთი ადგილების პოპულარიზაცია დაიწყო, სადაც, უცხოელს ფეხი ჯერ არ ჰქონდა დადგმული. რეგიონის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით, დიდი როლი ითამაშა მედიამაც, - მომზადდა არაერთი სიუჟეტი, სტატია, დოკუმენტური ფილმი, რომელიც, შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში გავრცელდა.

 

,,ღვინის ეზო N1“ ახალ სეზონზე ადგილობრივების დასაქმებასაც გეგმავს. მანამდე კი, ტურისტების გასამასპინძლებლად, მათგან იძენს ნატურალურ პროდუქტებს, რითაც ეხმარება ხელმოკლე ოჯახებს.

 

დეგუსტაციები პირდაპირ ქვევრიდან, - სამი თაობის მარანში, კახური ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება და მასტერკლასები, ადგილობრივი ფოლკლორი და ქორეოგრაფია, - ღვინის ეზო N1-ის სავიზიტო ბარათია! ოჯახმა უკვე დაიწყო ქვევრის ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა და ბიზნესის განვითარების შემდეგ ეტაპად მის საზღვარგარეთ გაყიდვას მოიაზრებს!

 

 

„მინდა ჩემი ოჯახის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს. ჩვენთვის, როგორც მხოლოდ ერთი წლის ტურისტული ობიექტისთვის, უდიდესი პატივია იმ დიდი და ძლიერი კომპანიების გვერდით დგომა, როგორებიც თქვენ ხართ.


დიდი მადლობა „ჯორჯიან თაიმსს“ - ბატონ მალხაზ გულაშვილსა და ქალბატონ ნანა გაგუას ამ დიდი სიხარულის მონიჭებისათვის!“ - განაცხადა ღვინის ეზო N1-ის წარმომადგენელმა - მაკა დუღაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგიჯორჯიან თაიმსიდა საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანიაგორბი“, ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან  ატარებს.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge