Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:29 24.12.2018
XIX ბიზნესრეიტინგის ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სახით მოწვეული კომპანიები ლევან კალანდაძემ დააჯილდოვა

თბილისი გარდენ ჰოლში, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX ბიზნესრეიტინგის 2017-2018 წლის საზეიმო საღამო და დაჯილოდება  გაიმართა. 

 

ბიზნესრეიტინგის ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე   გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია, გრან-პრის მფლობელი „ავერსი“ და პაატა კურტანიძე გახდა, ხოლო წლის ინვესტორი კი - კომპანია „დრიმ ლენდ ოაზისი“  და ნიკოლოზ გეგუჩაძე.

 

ღონისძიებაზე, საპატიო სტუმრები სხვადასხვა ნომინაციბში, მოოქროვილი სამკერდე ბროშით - ბოლნური ჯვრით ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ლევან კალანდაძემ დააჯილდოვა.

 

დაჯილდოებული კომპანიები არიან:

 

1. საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია „ველსი“ და დიმიტრი სუკიასოვი ნომინაციაში: „წლის აღმოჩენა და წარმატებული დებიუტი; პროფესიონალთა გუნდი;“

 

2. „სიღნაღის არტ ჰოტელი“ და ლალი მოროშკინა ნომინაციაში - „ეკო ტურისზმის განვითარბაში შეტანილი წვლილი;“ 

 

3. „ღვინის ეზო ნომერი N1“ და თიკა დუღაშვილი ნომინაციაში - „წლის ოჯახური ბიზნესი; რეგიონალური ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილი;“

 

4. „შავი ზღვის უნივერსიტეტი“ და ილიას ჩილოღლუ ნომინაციაში : „უმაღლესი განათლების სტანდარტი; პოპულარობა სტუდენტებში;“

 

5. „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო“ და ზურაბ უტიაშვილი ნომინაციაში: „მაღალტექნოლოგიური სტანდარტები; ოპერატიული მენეჯმენტი;“

 

 

ღონისძიების წამყვანებმა დაჯილდოებული კომპანიების წარმატება და საქმიანობა დამსწრე საზოგადოებას ორიგინალური,  მხატვრული ფორმით გააცენეს:

 

"ველსი "! -- საბროკერო აქტივების მმართველი  პირველი  პროპ-ტრეიდინგული კომპანია საქართველოში!  "ველსის" ტრეიდერები მსოფლიოს ყველა მსხვილ საფონდო და სავალუდო ბირჟაზე ვაჭრობენ.  კომპანია უამრავი და  უნიკალური სერვისის დანერგვას გეგმავს, ხოლო შენი ფინანსურ ლაბირინთებში  გარკვევისას  საიმედო პარტნიორი და  გამართული კომპასია.  

 

"შავი ზღვის უნივერსიტეტი"  ჩვენი ზღვასავით  ღრმა ცოდნით  ავსებს ახალგაზრდობას.  მისი სტუდენტები მსოფლიოში  კონკურენტუნარიანები არიან და აზიის, ევროპისა და ამერიკის 90-ზე მეტ უნივერსიტეტში სწავლებაზე მიუწვდებათ ხელი. 

 

ახლა აგიხსნით, რას ნიშნავს  კმაყოფილი პაციენტი.  ეს  "წმიდა  მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს" პაციენტია,  რომელსაც საერთაშორისო  სტანდარტების  სამედიცინო მომსახურება გაუწიეს  პროფესიონალმა ექიმებმა!  

 

ხოლო თუ  სიყვარულის ქალაქ   სიღნაღში მოხვდები და  დარიჩინიანი ფუნთუშების და შუმის ღვინოს არომატსაც იგრძნობ, გაგიმართლა!  სადღაც სულ ახლოს „სიღნაღი არტ ჰოტელია“.  გზიდან ნუღარ გადაუხვევ! მიაშურეთ მას.

 

„ღვინის  ეზო ნომერ ერთმა"  პირველივე წელს  ტურისტების მიზიდვის  ყველა  რეკორდი მოხსნა! დეგუსტაციები  პირდაპირ ქვევრიდან  სამი თაობის მარანში.  კახური ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება და მასტერკლასები.  ადგილობრივი ფოლკლორი და ქორეოგრაფია  ღვინის ეზო ნომერ ერთის  სავიზიტო ბარათია! 

 

შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა დამარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“, ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან  ატარებს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge