Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:29 24.12.2018
XIX ბიზნესრეიტინგის მონაწილე ინვესტორი კომპანიები მოოქროვილი სამკერდე ბროშით - ლომით დაჯილდოვდნენ

თბილისი გარდენ ჰოლში, მედიაჰოლდინგ ჯორჯიან თაიმსისა და კომპანია გორბის მიერ ორგანიზებული, რიგით XIX ბიზნესრეიტინგის 2017-2018 წლის საზეიმო საღამო და დაჯილოდება  გაიმართა

 

ბიზნესრეიტინგის ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია, გრან-პრის მფლობელი ავერსი და პაატა კურტანიძე გახდა, ხოლო წლის ინვესტორი კი - კომპანია დრიმ ლენდ ოაზისი“  და ნიკოლოზ გეგუჩაძე.

 

ღონისძიებაზე, ინვესტორი კომპანიები სხვადასხვა ნომინაციბში, მოოქროვილი სამკერდე ბროშით - ლომით  ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და  „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა  დავით საგანელიძემ დააჯილდოვა.


 

დაჯილდოებული ინვესტორი კომპანიები არიან:

 

 

1.     „ჯორჯიან მანგანეზი“ და ნიკოლოზ ჩიქოვანი ნომინაციაში: „უმსხვილესი ინვესტიცია; პრიორიტეტი - ეკოლოგიური უსაფრთხოება; ულტრათანამედროვე დანადგარები;“


2.     „დრიმლენდ ოაზისი“ და ნიკოლოზ გეგუჩაძე ნომინაციაში: „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაშავი ზღვის სანაპიროს მშვენებაკომფორტის გარანტი;”


3.     „ქართული ზეთისხილი“ და გიორგი სვანიძე ნომინაციაში: „პოპულარობა მომხმარებელში; სტრატეგიული ინვესტიცია ჯანმრთელობის სადარაჯოზე;“


4.     „ლისი დეველოპმენტი“ და ნოდარ ადეიშვილი ნომინაციაში : „სტრატეგიული საინვესტიციო პროექტიმომავლის მწვანე ქალაქი;“


5.     „მეღვინეობა შილდა“ და  მიხეილ ჩხარტიშვილი ნომინაციაში: „ეროვნული მეღვინეობის განვითარება; კრეატიული მენეჯმენტი; საინვესტიციო მიმზიდველობა;“


6.     „ჯეოსთილი“ და ჯასპალ სინგჰი ნომინაციაში : „მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია; უმსხვილესი წილი საქართველოს შენებაში;

 

 

ღონისძიების წამყვანებმა დაჯილდოებული ივესტორების წარმატება და საქმიანობა დამსწრე საზოგადოებას ორიგინალური,  მხატვრული ფორმით გააცენეს:

 

ჩაქვის დახურული ტიპის ულამაზესი კურორტი „დრიმლედ ოაზისი“ დღეისთვის  შავი ზღვის უმსხვილესი მრავალფუქციური დასასვენებელი კომპლექსია. ეს  ის საოცრებათა ქვეყანა  არ  არის,  სადაც ალისამ იმოგზაურა! ეს რაღაც უფრო მეტია. და ის გელით!


80/20 ბუნებისა და ადამიანის სიყვარულს ნიშნავს. "ლისი დეველოპმენტი" ტერიტორიის 80 პროცენტს სარეკრეაციო, მწვანე ზონად ტოვებს, მშენებლობისთვის კი მხოლოდ 20 პროცენტს იყენებს.  ამიტომ მუდამ  მხოლოდ მწვანე  ფერი უნდა ენთოს ამ კომპანიას თავისი უაღრესად ჰუმანური მოღვაწეობის გზაზე!

  

ქინძმარაულის ზონის სპეციუფიურობას,  რომელიც ზღვის დონიდან 500 მეტრამდე  სიმაღლეზეა განფენილი, ურთულესი კლიმატი განაპირობებს.  "მევენახეობა შილდა" ამ სირთულეებს წარმატებით უმკლავდება და ურთულეს ზონაში 20-ზე მეტი სახეობის ღვინოს, საკონიაკე ბრენდს, ყურძნის არაყსა და ჭაჭას აწარმოებს!


"ჯეოსთილი" -- ფოლადის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია ჯანსაღი ამბიციურობით აცხადებს: ჩვენ ვაშენებთ კავკასიას! 

 

ჭიათურაში კი "ჯორჯიან მანგანეზის" თაოსნობით მანგანუმის მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხნა შენდება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყვირილა ჭიათურიდან მუდამ სუფთა და თეთრი მოედინებოდეს. საოცრებაა რაჭის ქედიდან საჩხერეში მომდინარე თეთრი ყვირილა!    


ზეთისხილი! ეს უნიკალური ნაყოფი ოდითგანვე  ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას და მას ანტიკურ ხანაში ოქროს სითხესაც უწოდებდნენ. დღეს ეს უებარი მკურნალი უკვე საქართველოში დაბინავდა  და უცხო ხილად სულაც აღარ ითვლება. კომპანიამ „ ქართული ზეთისხილი“  გადამამუშავებელი ქარხანაც ააშენა  და პრიალა მარცვლების პლანტაცია 300 ჰექტარზე გადაჭიმა!"


 

შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა დამარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“, ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან  ატარებს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge