Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:30 24.12.2018
ბიზნესრეიტინგის ღონისძიებამ საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა

 

14 დეკემბერსთბილისის ''გარდენ ჰოლში'', მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებით, რიგით XIX ბიზნესრეიტინგის საზეიმო საღამო და დაჯილოდების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზეტრადიციულად, 2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები გამოვლინდა.

 

იზნესრეიტინგის ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე   გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია, გრან-პრის მფლობელი ავერსიდა პაატა კურტანიძე გახდა, ხოლო წლის ინვესტორი კიკომპანიადრიმ ლენდ ოაზისი“  და ნიკოლოზ გეგუჩაძე.

 

 

სპეციალურად ღონისძიებაზე დასასწრებად, ჩინეთიდან ჩამოფრინდა საქართველოს დიდი ქომაგი და მეგობარი, ძიანსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის თავმჯდომარე, ბატონი ლიუ ძიმინი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიზნეს დღესასწაულმა უკვე საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა.

 

ცნობისათვის, ძიანსის პროვინციის აბრეშუმის გზის გრანდიოზული საინვესტიციო კომპანია საერთაშორისო ინვესტიციების, ვაჭრობის, კომერციის, ტურიზმის, საგამოფენო, ლოჯისტიკური და სატრანსპორტო პლატფორმებისგან შედგება. კომპანიას იუნსიუს ოლქში დაფუძნებული აქვს ქართული კულტურის ცენტრი და ღვინის სავანეჯუნგე“, რომლის საინვესტიციო მოცულობა 173 მილიონი ჩინური იუენია. 20 000 კვ. -ზე გაშენებული ქართული კულტურის ცენტრი ჩინეთში ქართული ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი ლოჯისტიკური ცენტრია, რომელიც ხელს უწყობს ღვინის ექსპორტის ზრდას, ფინანსირებას და ელექტრონულ ვაჭრობას.

 

ბატონი ლიუ ძიმინი,  "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის საქმეში უდიდესი წვლილის შეტანისა და საუკეთესო უცხოელი ინვესტორის ნომინაციაში დააჯილდოვა და მას საჩუქრად მოოქროვილი სამკერდე ბროში - ლომი გადასცა.

 

ბატონ ლიუ ძიმინს,   ასევე,  სპეციალური პრიზი გადასცა ოსკარ შინდლერის აკადემიის წარმომადგენელმ - მაქს მეიერ შავიტმა.

 

შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგიჯორჯიან თაიმსიდა საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანიაგორბი“, ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან  ატარებს.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge