Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:48 24.12.2018
"დიდი მადლობა ყველა კომპანიას, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს უწყობს"-გიორგი ჩოგოვაძე

თბილისი გარდენ ჰოლში, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX ბიზნესრეიტინგის 2017-2018 წლის საზეიმო საღამო და დაჯილოდება  გაიმართა. 

 

ბიზნესრეიტინგის ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე   გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია, გრან-პრის მფლობელი „ავერსი“ და პაატა კურტანიძე გახდა, ხოლო წლის ინვესტორი კი - კომპანია „დრიმ ლენდ ოაზისი“  და ნიკოლოზ გეგუჩაძე.

 

ღონისძიებაზე, კომპანიები სხვადასხვა ნომინაციბში, მოოქროვილი სამკერდე ბროშით - ბოლნური ჯვრით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დააჯილდოვა.

 

„მოგესლამებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სახელით და მინდა გაცნობოთ, რომ წელს საქართველოში 8 მილიონ ნახევარზე მეტი საერთაშორისო მოგზაური გვეყოლება, შემოსავლები კი  3 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.  მინდა მადლობა გადადგიხადოთ ყველა კომპანიას. ჩვენ ყველანი პირდაპირი თუ ირიბი ფორმით ტურიზმის სფეროში ვართ ჩართული, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს უწყობს.


დიდი მადლობა ასეთი ღონისძიებისთვის მალხაზ გულაშვილსა და მის მეუღლეს, რომელსაც არანაკლები შრომა და ჯაფა აქვს ჩადებული ამ ყველაფერში,“- აღნიშნა ღონისძიებაზე გიორგი ჩოგოვაძემ.

 

დაჯილდოებული კომპანიები არიან:

 

1. „ზარაფხანა“ და  ქეთევან გოგნაძე ნომინაციაში: „ეროვნული კულტურის აღორძინება და შენარჩუნება; ქართული ტრადუციული საოქრომჭედლო ოსტატობის მცველი;“

 

2. „ჯორჯიან პროდაქტსი“ და  დავით ბარდაველიძე ნომინაციაში: „ექსკლუზიური სტილი და პრინციპები ევროკავშირის ბაზარზე; ახალი სამუშაო ადგილები;

 

3. „ბრავო რეკორდსი“ და ზაზა შენგელია  ნომინაციაში: „მსოფლიო დონის მუსიკალური რექორდ ლეიბლის შემქმნელი;  დასავლური ტიპის მენეჯმენტი; შოუ ბიზნესის იმიჯის ფუძემდებელი;“

 

4. „ლილო მოლი“ და გიორგი კვარაცხელია ნომინაციაში: „მილიონობით ვიზიტორი წელიწადში; უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი; მომხმარებლის არჩევანი;

 

5. „ნიკორა სუპერმარკეტი“ და დავით ურუშაძე ნომინაციაში: „ბიზნესი ხალხის სამსახურში; ასორტიმენტის მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომი ფასები;

 

6. „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ და ერეკლე გამყრელიძე ნომინაციაში: „მომხმარებლის არჩევანი; მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები;“

 

7. „გეოპლანტი/გურიელი“  და  მიხეილ ჭკუასელი ნომინაციაში: „გამორჩეული გემო და არომატი; ქართული ბაზრის ლიდერი;“

 

8. „დანკინ’დონატსი და  გიორგი მშვილდაძე ნომინაციაში: „ქართული პროდუქტებით დამზადებული  კერძები და ამერიკული სტანდარტები; პოპულარობა მომხმარებელში და დემოკრატიული ფასები;"

 

 

ღონისძიების წამყვანებმა დაჯილდოებული კომპანიების წარმატება და საქმიანობა დამსწრე საზოგადოებას ორიგინალური,  მხატვრული ფორმით გააცენეს:

 

"ბუნებამ გამორჩეული  ვოკალი მოგმადლა და  ვარსკვლავობაზეც ფიქრობ. ამის შანსს  საერთაშორისო მასშტაბისა და  სტანდარტის  „ბრავო რექორდსი“ გაძლევს. ის  მსოფლიოს წამყვან რექორდ ლეიბლებთან თანამშრომლობს! მიერ ჩაწერილმა ქისტურ-ლათინურმა სინგლმა „გრემის“ ჯილდო მოიპოვა  და მას  შეუძლია შენი ხმაც გააგონოს მსოფლიოს! 

 

ზაზა შენგელია ჩვენს ბიზნეს რეიტინგში, ჯერ კიდევ  18 წლის წინ  დაჯილდოვდა,  როგორც საქართველის ტელე რადიო კორპორაციის  რეფორმატორი ხელმღვანელი და მასშტაბური პროექტების განმახორციელებლები. სწორედ  მან  შექმნა არხი, რომელიც ყოველთვის იყო  და არის  ჩვენთან.

 

დადგა  მომენტი  და თქვენ გამორჩეული ადამიანისთვის  დაუვიწყარი  საიუველირო ნაკეთობის შერჩევა  გსურთ.  არ იღელვოთ! თქვენს გვერდითაა  "ზარაფხანა", რომლის ოსტატები ნებისმიერ ფანტაზიას რეალობად გიქცევენ. 

 

ჩვენი ბიზნეს დღესასწაულის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ქალბატონი ქეთევან გოგნაძე ბიზნერეიტინგის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის, სამკერდე ჯვართან ერთად,  ექსკლუზიურად  ლომის მედალიონითაც ჯილდოვდება.    

 

ლომი ლომად,  მაგრამ....  ამასობაში ქალაქში ფაქტობრივად  მეორე ქალაქი ჩამოყალიბდა  და ეს "ლილო მოლია", რომელიც  უნივერსალურ  შოპინგსა  და თქვენი მყუდრო გარემოს შესაქმნელად ყველა შესაძლებლობას ქმნის.

 

და კიდევ... იყო და არა იყო რა... თქვენთვისვე იღწვის "ნიკორა"!  მისი  საოცრად მრავალფეროვანი გარემო ყოველდღე ანდამატივით გიზიდავს  და სიამოვნებით გემსახურება!

 

ამ გარემოში კი... "სანტე ჯი-ემ-თის პროდუქტები" განცვიფრებთ! წარმოიდგენდით, რომ რძისგან 130 მდე სახეობის პროდუქტის დამზადება შეიძლება? თურმე შეიძლება. არჩევანი კი ახლა შენზეა!

 

აი, უკვე შინ ხარ. შოპინგით ოდნავ მოღლილი, მაგრამ კმაყოფილი  და  ახლა  ფინჯანი ჩაის დრო დადგა. და აი, ისიც! ჩაი "გურიელი" -თქვენი პოზიტიური განწყობის გარანტი, სურნელოვანი, არომატული და რაც მთავარია, მშობლიური ჩაი გურიელი!

 

და რა დარჩა  სრული ბედნიერებისათვის! რა თქმა უნდა, "დანკინის დონატები"! დანკინ’ს დონატსი  ხომ მსოფლიოს 40-მა ქვეყანამ უკვე შეიყვარა. სიყვარული კი მოგეხსენებათ  გადამდებია!

 

და ბოლოს თქვენ  უაღრესად კმაყოფილები ხართ,  კმაყოფილია თქვენი ლაბრადორიც და თქვენი სიამის ფისოც. ორივე მათგანმა "ჯორჯიან პროდაქტში",  ახალ,   მოხერხებულ ავეჯს კარგა ხანია დაადგა თვალი, თქვენც გულმა აღარ გაგიძლოთ და  ოთხფეხა მეგობრებების კომფორტისთვის არაფერი დაიშურეთ. 

 

ჯერ კიდევ გუშინ აზრადაც არ მომივიდოდა, რომ  ჩვენს  კომფორტზე ერთობლივადამდენი კომპანია ზრუნავს." 

 

შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა დამარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“, ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან  ატარებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge