Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:05 20.12.2018
ანსამბლმა ,,შავნაბადამ“ 100 სიმღერიანი კომპაქტ დისკი გამოსცა

აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანამბლმა ,,შავნაბადამ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალი, რიგით მეათე კომპაქტ დისკი გამოსცა, რომელშიც ,,შავნაბადას“  მიერ ბოლო პერიოდის უახლესი და სხვადასხვა დროს სტუდიურდ ჩაწერილი, ასევე კონცერტებზე შესრულებული, ქართული ხალხური და აფხაზური, სულ 100 საუკეთესო ჩანაწერია შესული.


აუდიოალბომი, ხელმსიაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის, სასიხარულოა, რომ მისი მოსმენა  აფხაზეთშიც შეეძლებათ, ის აფხაზეთის სამუსიკო სკოლებსა და ანსამბლებს გაეგზავნებათ  და საჩუქრად  გადაეცემათ.


ანსამბლი ,,შავნაბადარომელიც 2005 წლიდან არსებობს, მუდმივად ზრუნავს ხარისხთან ერთად მნიშვნელოვანი და მაღალ ფასეული  შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას. ამ მხრივ, გამორჩეულია ის სასწავლო გამოცემები, რომელიც ანსაბლმა სხვადასხვა დროს გამოსცა, ესენი იყო, მწუხრის, წირვა-ლოცვის, ნათლობის, ქორწინებისა და მღვდლად კურთხევის საგალობლების სასწავლო ალბომები. ამ ალბომის წყალობით მრავალმა ადამიანმა შეისწლა გალობა და უმრავლესობითვის ის საუკეთესო სახელმძღვანელოდაც იქცა. ამასთან ერთად, ანსამბლი პერიოდულად ამზადებდა ხალხური სიმღერების, მათ შორის აფხაზური სიმღერების ჩაწერას, რასაც უკვე ერთად, ამ დროისთვის ბოლო ალბომში მოუყარა თავი.


როგორი იქნება ახალი ალბომი, ამის განსჯის საშუალებას ანსამბლი საზოგადოებას უკვე 28 დეკემბერს მისცემს.


თავის მხრივ კი ,,შავნაბადადიდ მადლობა უხდის ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა 100 სიმღერიანი კომპაქტ დისკის გამოცემაში. განსაკუთრებული მადლობა: საქართველოს რადიოს პირველ არხს, აფხაზეთის მთავრობას, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას, . კახიძის მუსიკალურ ცენტრს, ვახტანგ კახიძეს, ესმა მანიას, რამაზ ჭურაძეს, დათიკო ხოსიტაშვილს, მიშა კილასონიძეს, გიორგი ზვანელს, გოგა ჩანადირს, რომა გიორგაძეს და მსენელს, რომელთა სიყვარული და რაოდენობა ყოველ წუთიერად იზრდება.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge