Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:44 14.12.2018
პირველი ქართული მუზეუმი ჩინეთში – "სარკმელი საქართველოსკენ"

საქართველოს კულტურის მუზეუმი ჩინეთში-პირველი და ერთადერთი ქართული ეროვნული პავილიონი, რომელსაც საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მიანიჭა ავტორიზაცია და გადასცა წარმომადგენლობითი სერტიფიკატი, მდებარეობს ქალაქ ივუში. საქართველოს, ღვინის სამშობლოდ წოდებული ქვეყნის, კულტურის გაცნობის შემდეგ, კომპანია „სუოლუნის“ დირექტორ ბატონ სანდრო ბერიძეს ამ გენიალური პროექტის იდეადაებადა.

 

ბატონი სანდრო ბერიძე წარმოშობით ჩინელია. მისი ჩინური სახელია ი შიაო ჯუნი, მაგრამ საქართველოსთან გაცნობის შემდეგ, მან იგრძნო რომ დედამიწის ეს პატარა კუთხე მისი მეორე სამშობლო ყოფილა, ამიტომ იგი ქრისტიანად მოინათლა, ქართული სახელი, სანდრო, დაირქვა და, როგორც ნამდვილი ქართველი, საქართველოს ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში მას ქართული სახელითა და გვარით იცნობენ. იგი ყველგან სიამაყით აცხადებს, რომ საქართველო მისი მეორე სამშობლოა, გულწრფელად უყვარს ეს ქვეყანა დ აქაური ხალხი. მასთან შეხვედრისას, ყველა გაოცებული რჩება ბატონი სანდროს ქართველი სულისკვეთებით.

წლების წინ მუზეუმის გახსნის იდეა ,იმდროინდელ პრემიერ მინისტრთან - ირაკლი ღარიბაშვილთან შეხედრისას გააჟღერა. დაუღალავი შრომის შედეგად 2017 წლის 20 სექტემბერს , პირველი ქართული კულტურის მუზეუმი ჩინეთში გახსნა. პროექტი, მილიონ ნახევარი დოლარი დაჯდა.

მუზეუმი 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს ,განთავსებულია ქალაქის ყველაზე მაღალი შენობის , უმაღლესი კლასისის სასტუმროს - „შანგრილას“ პირველ სართულზე, მაღალი დონის რესტორნების გვერდით.სასტუმრო შანრგილაში მდებარეობს ხუთ სართულიანი მოდური ბრენდების სავაჭრო ცენტრი, სადაც პირველი სართული უჭირავს კვების ობიექტებს და გასართობ ცენტრს.

 

მუზეუმის გახნის დღეს, სამოცდაათ სართულიანი სასტუმრო მთლიანად განათებული იყო საქართველოს დროშის ფერებში. ამ შთამბეჭდავი სანახაობის ხილვა შესაძლებელი იყო ქალაქის ნებისმიერი კუთხიდან . ქალაქი ივუ, სადაც მუზეუმი მდებარეობს, ბიზნეს ცნეტრი და ბიზნეს სამყაროს გასაღებია ჩინეთში.

სხვაგავარად ამ ქალაქს მსოფლიოს უდიდეს ბაზარსაც უწოდებენ, ვინდაიდან სწორედ აქაა მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო ცენტრი , სადაც ყოველდღიურად 500 000 სხვადასხვა სახის პროდუქცია იყიდება. ბაზრობის სიდიდიდან და პროდუქციის სიმრავლიდან გამომდინარე, თავისუფლად შეგვიძლია მას ლაბირინთი ვუწოდოთ , რომლიშიც ორინეტირება რთულია. დოკუმენტალისტმა ფოტოგრაფმა CNN- ს განუცხადა : „სრული ოთხი დღე გავატარე ივუში სახეტიალოდ, და შემიძლია ვთქვა რომ ჯერ ვერაფრის ნახვა ვერ მოვასწარი. „ მართლაც, ივუში მდებარე ყველა მაღაზიაში ხუთი წუთით რომ შეირაოთ, წელიწადნახევარი დაგჭირდებათ.

 

ბაზარი დაყოფილია 5 რაიონად, რომელიც მოიცავს 4 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართს , და 77 000 მაღაზიას , სადაც 100 000 მომწოდებელი, 500 000 სახეობის პროდუქტს გთავაზობთ. პროდუქცია 2 000 სხვადასხვა კატეგორიის საქონელს მოიცავს. სავაჭრო ბაზრობის საერთო სიგრძე კი 12 კმ-ია.

ბიზნესმენები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან სტუმრობენ ივუს სავაჭრო საკითხების გადასაჭრელად, ხოლო 40 000 უცხოელი მუდმივად ცხოვრობს ამ ქალაქში. ეს ქალაქი იძლევა უნიკალურ შანსს, რომ ქართულ კუტურის მუზეუმს გაეცნოს არა მხოლოდ ჩინეთის მოსახლეობა , არამედ მთელი მსოფლიო.  მუზეუმის შესასველელი უმალ იპყრობს თქვენს ყურადღებას: სანახაობა იწყება ქართლის დედით, რომელიც ამაყად გვეგებება ქართული კულტურის თავბრუდამხვევ სამყაროში, რასაც ხაზს უსვამს მის მარჯვნივ მოთავსებული საქართველოს დროშა, ხოლო მარცხნივ-ქვევრი, ღვინის სამშობლოს თანმდევი ატრიბუტი.

ჩვენი ყურადღება გადადის შესასვლელი კედლის მორთულობაზე, რომელსაც წარმოადგენენ ყურძნის ორნამენტები. კედლებს მთელს სიგრძეზე აუყვება უზარმაზარი ტილო, რომელზეც ვაზია გამოსახული. ეს ყველაფერი თავიდანვე გაგრძნობინებთ, თუ რა ზღაპრულ ადგილას აპირებთ ფეხის შედგმას, სადაც გელოდებათ დაუვიწყარი თავგადასავლებით ღვინის სამყაროზე...

ეგზოტიკური თავგადასავლის პირველი განცდა მაშინვე მოგნუსხავს, როგორც კი კარის ზღურბლს გადააბიჯებ, ზღურბლიდან პირდაპირ აღმოჩნდები უზარმაზარი ქვევრში. შვიდ მეტრიანი ქვევრი მთავარ ჰოლშია აღმართული, და მთავარი შეასავლელის წინ დგას, ქვევრის უკანა კედელი, სადაც კარი გადის გამოჭრილია და შესასვლელში თაღს ქმნის, ასე რომ გარედან შესულები პირდაპირ ქვევრში აღმოჩნდებით.

 

ქვევრის კედელზე ანათებს წარწერა :  „ ღვინის სამშობლო " რომელსაც მზრუნველობით შემოჰხვევია მწვანე ვაზის ყლორტები, თავზე კი დაჰნათებს ვაზის ფორმის, დაწნული თვალისმომჭრელი ჭაღი. მთავარი კარის სახელურებიც ვაზის ყლორტების ფორმის არიან . მაშინვე მაგიური გრძნობა გიპყრობთ, რომ შეხვიდე შიგნით და დაიწყოს თქვენი საოცარი თავგადასავალი, ღვინის სამშობლოს ამ დიდებულ მუზეუმში. 

მთავარ ჰოლში, პირველი რაც გაგაოცებთ არის თვალისმომჭრელი ,შვიდ მეტრიანი ქვევრი, რომელიც ელეგანტურად აღმართულა და ამაყად გადაჰყურებს თავის სამეფოს. მისი შემხედვარე თითოეული სტუმარი ინტერესით იკითხავს: „-რა არის ეს? “

და აქ იწყება ღვინის ისტორია...

უკანა კედელზე გამოსახულია რთველი, შემოდგომის დღესასწაული , წლის ყველაზე ბედნიერი ეტაპი. ნახატი წამიერად მოგწყვეტთ რეალობას და გადაგიყვანთ კახეთში, მეღვინეობით განთქმულ მხარეში, სადაც მდებარეობს ნახატის ორიგინალი, კავკასიონის ქედის პირდაპირ. ჰოლში მდებარეობს ქართული რესტორანი, რომელიც ცნობილია უგემრელესი კერძებით, რომელთაც საქართველოდან სპეციალურად მოწვეული შეფ-მზარეული ამზადებს. ქართული ტრადიციული საკვები დიდ მოწონებას იმსახურებს. რესტორანს უკვე ჰყავს უამრავი ერთგულისტუმარი.

 

რესტორნის ინტერიერიც ღვინის თემატიკას ემსახურება. უკვე აღნიშნული ქვევრის გვერდით ჩვენ ვხედავთ ქვევრის ფორმის კონსტრუქციებს, სადაც განთავსებულია მაგიდები. ეს არის ყველაზე ორიგინალური ადგილი ქართული კერძების და ღვინის დასაგემოვნებლად. აქ შეგიძლიათ პირდაპირ ქვევრში ისადილოთ და შემატოთ თქვენს თავგადასავაალს, კიდევ ერთი ეგზოტიკური შეგრძნება.

ჩვეულებრივ, ორიგინალური მაგიდები პოპულარობით სარგებლობენ და კონკურენციას იწვევენ მსურველებში. სტუმრები ყოველთვის წინასწარ ჯავშნიან ადგილებს.

ინტერიერის მეორე მხარეს არანაკლებ საინტერესო ხედი იშლება. ჰოლს ამშვენებსცენტრში დაკიდული უზარმაზარი ჭაღი, ყურძნის მტევნებით გაფორმებული. მთლიანი პერიმეტრი ორ სართულს მოიცავს. ქვით მოპირკეთებული დიზიანი და მასთან შერწყმული ხის ინტერიერი ქართულ უნიკალურ სტილს უსვამს ხაზს. შვიდი გამორჩეული ქვევრით დამშვენებული ბარი ჩვენს ყურადღებას მაშინვე იტაცებს.

 

ქვევრები გვერდიგვერდ ჩამწკრივებულან, თითოეული მათგანი მოხატულია ქართული , ტრადიციული ღვინის დამზდების პროცესის ამსახველი კადრებით: ქართველი ვაჟკაცის სიყვარულია ვაზი, რაც ნათლად ჩანს ფილმში „ჯარისკაცის მამა“. სწორედ ამ ფილმიდან აღებული მთავარი პერსონაჟი, ჯარისკაცის მამაა ასახული პირველ ქვევრზე. იგი დაჩოქილა ვაზთან. მეორე ქვევრიდან იწყება ღვინის დამზადების პროცესი : საწნახელში ყურძნის დაწურვა, სასმელის ქვევრში დაღვინება, ქვევრის გახსნა და ღვინის გასინჯვა, ბოლოს კი ქართული ტრადიციული სუფრა ნაციონალურ სამოსში.

შუა ქვევრს კი აწერია ქართველი კაცისთვის დამახასიათებელი ფრაზა: " ვინც მოვიდა გაუმარჯოს" !

 

 

ეს უნიკალური ქვევრების კოლექცია მთლიანად ასახავს ქართული ვაზისა და ღვინის კულტურას, ტრადიციასა და წეს ჩვეულებებს. ბარს ამშვენებს წარწერა ოქროს ასოებით: „ საქართველო, უძველესი აბრეშუმის გზის დერეფანი. “ ყველაფერი ეს ნამდვილ ქართულ ხასიათს ატარებს, ამიტომ რთული დასაჯერებელია, რომ ამ შემოქმედების ავტორი წარმოშობით ქართველი სულაც არ არის. აქაური აურა საქართველოს სულს ატარებს, მუზეუმში მოხვედრილებს აოცებთ ის ფაქტი, რომ კედლებს გარეთ ჩინეთია. მეორე სართულზე მოსახვედრად მოგვიწევს დერეფნის გავლა, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ "ქართული ვაზის კულტურის დერეფანი". დერეფანში შესვლისას თითქოს სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდებით, ერთამენეთს ერწყმის ქართული უნიკალური სტილი, უძველესი კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე დიზაინი. ჭერი მოხატულია უნიკალური 525 ქართული ვაზის ჯიშებით, რომელიც განათებულია და დერეფანში მიმავალთ თავზე ნათელს აფენს. 

დერეფნის ერთი კედელი მოჭედილია ისტორიული ფოტოებით, რომელიც ასახავს ქვევრის და ღვინის კულტურას საქართველოში.

 

ფოტოები თბილისის არქივიდან იქნა წამოღებული. კედელში ამოჭრილია ქვევრის ფორმის თაროები, რომლებზეც განთავსებულია ღვინის ბოთლები. მოპირდაპირე კედელი კი მუზეუმის ექსპონატებს უჭირავთ. აქ იხილავთ უნიკალურ ნივთებს , რომლებიც უკვე ისტორიის საკუთრებაა. მუზეუმის მფლობელმა თითოეული ნივთი საკუთარი ხელი შეარჩია და წამოიღო საქართველოდან. 

მთელ ყურადღებას გორისციხეში აღმოჩენილი, რვა ათასი წლის წინანდელი ქვევრის ასლი იქცევს. ეს არის მსოფლიოში ღვინის ჭურჭლის დღეისათვის ცნობილი უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ღვინო საქართველოში ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ იწურებოდა, სწორედ ეს ქვევრი გახდა წინაპირობა საქართველო ღვინის სამშობლოდ წოდებულიყო. ქვევრის ასლი სპეციალური შეკვეთით გაკეთდა საქართველოში, რომლის ორიგინალი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

აქ ასევე იხილავთ ქვევრის ტრადიციულ აღჭურვილობას: სარეცხებს, დოქებს, თუნგებს, ღვინის სასმისებსა და სხვა საინტერესო ნივთს. საქართველოში სპეციალურად შეარჩიეს ეს ნივთები და გამოგზავნეს დატვირთული კონტეინერი. დერეფნის გარდა, ორივე სართული გაფორმებულია მსგვსი ექსპონატებით. დერეფნიდან გამოსულები თავს ამოვყობთ პატარა ჰოლში, სადაც მეორე სართულზე ასასვლელად უცხო დიზიანის კიბეა. კიბის შთამბეჭდავი დიზიანი აღფრთოვანებას იწვევს, იგი რკალად შემოხვევია 9 მეტრიან ღვინისთაროების თაღს.

 

გახსნის დღეს, კიბის ქვეშ საზეიმოდ ჩაფლეს ოთხი ქვევრი, რომლებიც სპეციალურად დამზადდა საქართველოში. აქ შეგვიძლია პირდაპირ ქვევრიდან დავაგემოვნოთ ღვინო და შევიგრძნოთ ღვინისსამყაროს თავისებური გემო და ქართული კულტურის უდიდესი მონაპოვარი.

ქვევრის გახსნა ყოველთვის დიდ სიხარულთან და მოლოდინთან არის დაკავშირებული. მსგავსი გრძნობის განცდა შორეულ ჩინეთში, ერთობ საოცარი და დაუვიწყარია.

არა მხოლოდ ქართველბი, უცხოელებიც ვერ მალავენ აღფრთოვანებას ამ მოვლენის მიმართ და ინტერესდებიან, ქვევრში ღვინის დამზადების პროცესით. მათ სურთ დეტალურად შეისწავლონ და გაეცნონ ქართულ კულტურას.

ღვინო , როგორც ცოცხალი ორგანიზმი, საოცარ აურას ქმნის და იზიდავს ყველას განურჩევლად ეროვნებისა. 

 

მეორე სართულზე განთავსებულია 300 წლის საწნახელი. ის ერთ-ერთმა ოჯახმა უსახსოვრა მუზეუმს საქართველოდან. მეორე სართულის კედლები გაფორმებულია საყოფაცხოვრებო სტილის ნამუშევრებით, რომელიც დეტალურად გვაცნობს ქართულ ყოველდღიურ საქმიანობებს. ასეთია: შოთის გამოცხობა, ხინკლის დამზადების პროცესი და სხვა. აქვე დგას ჭაჭის ტრადიციული გამოსახდელი ქვაბიც, ასევე საქართველოდან გამოზგავნილი.

 

მუზეუმშია სამი VIP კლასის ოთახი, სადაც მსურველები განმარტოებით სადილობენ და მართავენ წვეულებებს. ოთახები აღჭურვილია მაღალი დონის აპარატურით, კარაოკე სისიტემით და სპეციალური განათებით.

ოთახებში ასევე გამოფენილია ქართული ნახატები, სხვადასხვა სუვენირები და ღვინის ბოთლები.

ჭერი კი მოხატულია ქართული წეს-ჩვეულებების ამსახველი პეიზაჟებით. ღვინის ბოთლებით მოჭედილია თითქმის მთელი მუზეუმი, მთლიანობაში

მუზეუმში ჩვიდმეტი ათასი ბოთლი ღვინოა განთავსებული. თანამედროვე, ანტიკური, მდიდრული და მიმზიდველი სტილებით აღსავსე ინტერიერი საოცარ შთაბეჭდილებას ჩუქნის მნახველს. აქ შერწყმულია, თანამედროვე, მდიდრული ინტერიერის დიზაინი, ტრადიციულ, ისტორიულ ქართულ კუტურასთან და საოცარ ტანდემს ქმნის.

„აქ იგრძნობა ქართული სული“ - ერთხმად აღნიშნავს ყველა სტუმარი.

 

 

გახნის ცერემონიაზე საქართველოდან სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოს მთავრობის დელეგაცია, ბატონი ოთარ დანელია და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი ლევან დავითაშვილი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის მუზეუმი, რომელიც მთლიანად ქართული ღვინის კულტურას ეძღვნება და ასეთ მაღალ დონეზეა შესრულებული, სხვაგან არსად არის.

კომპანიას 3 წელია ჩინეთის ბაზარზე შეაქვს ქართული ღვინო და ხარისხი კომპანიის მთავარი პრიორიტეტია. კომპანია თანამშრომლობს საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიებთან და ყველა ღვინოს პროფესიონალური დეგუსტაციის მეშვეობით არჩევს, რომ ღვინის სტანდარტი მაქსიმალუარდ მაღალი იყოს . კომპანიის მთავარი მიზანი საქართველოს სახელის დაცვა და პოპულარიზაციაა მთელს ჩიენთში , რაც დღემდე წარამტებით ხორციელდება.

მუზეუმში იხილავთ ისეთი ცნობილი ქარხნების ღვინოებს როგორიცაა: KTW, ხარება, თელედა, თელიანი ველი, ბინეხი, თბილღვინო, დუგლაძე, ნიამორი, გიუაანი, ასკანელი ძმები, გოლეთიანი, შუმი, ბოლერო და ა.შ.

გახსნის დღიდან, მუზეუმს უამრავი მნახველი ყავს , სტუმრების ნაკადი არ წყდება. სტუმრები ჩამოდიან, შანხაიდან, პეკინიდან და ჩინეთის სხვა ცენტრალური ქალაქებიდან , მუზეუმის ინტერიერის სიდიადის და სილამაზის შემხედვარე ვერ მალავენ აღფრთოვანებას და დიდ ინტერესს გამოთქვამენ, გაეცნონ ქართულ ისტორიას და კულტურას. ეს ნამდვილად უდიდესი რეკლამაა მთელი ჩინეთის მასშტაბით, რაც კი შეიძლება გაკეთებულიყო საქართველოსთვის . მუზეუმი ასევე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველო-ჩინეთის დიპლომატიურ ურთიერთობებში. ქალაქ ივუს მერია და ჩინეთის მთავრობა დიდ მხარდაჭერას უცხადებს პროექტს. მუზეუმს ქალაქის მუნიციპალიტეტიდან რამდნეჯერმე ესტუმრნენ, ქალაქის მერიამ კი დაგეგმა უამრავი ახალი პროექტი ჩინეთ -საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების გასაღრმავებლად. ასევე დიდია მუზეუმის როლი ერთი სარტყელი, ერთი გზის პროექტის მიმდინარეობისთვისაც.

 

ქალაქ ივუს საქმიანი ვიზიტით ხშირად სტუმრობენ ქართველებიც. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ რომ ამ შორეულ მხარეში მუზეუმი მათ საყვარელ ადგილად იქცა, სადაც თავს სახლში გრძნობენ. ისინი ვერ მალავენ აღფრთოვანებას დიადი პროქტისადმი და უდიდეს მადლიერებას გამოხატავენ განმხორციელებლის, ბატონი სანდროს მიმართ: „საოცარია, ამ ყოველივეს შემოქმედი თავად წარმოშობით ქართველიც კი არ არის და ამხელა საქმეს აკეთებს საქართველოს სახელისთვის, ეს ადგილი ნამდვილი სამოთხეა . მივესალმებით რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გამოხატავს მხარდაჭერას პროექტის მიმართ, თუმცა ეს იმდენად მასშტაბური რამაა, რომ ამ ყოველივეს შექმნისთის, ბატონ სანდროს ნამდვილად ეკუთვნის სპეციალური ჯილდო , საქართველოს კულტურის გავრცელებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის“.  დღესდღეობით ბატონი სანდრო საქართველოსთან დაკავშირებულ რამდენიმე პროექტს ხელმძღვანელობს:

 

Georgian Culture Promotion in China

Official Representative of Georgian Chamber

of Commerce and Industry in China

Founder of Georgian wine brand Keweili

Chairman of Georgian wine house

Chairman of Georgian culture Museum

“Window of Georgia”

 Chairman of Georgian –Chinese Shipping Company

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge