Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:56 13.12.2018
"იმედი გვქონდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თბილისის მტრული რიტორიკა შეიცვლებოდა, თუმცა..."

საქართველოს მტრული რიტორიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ შეცვლილა, - ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა.

 

„საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. იმედი გვქონდა, რომ არჩევნების შემდეგ თბილისის მტრული რიტორიკა შეიცვლებოდა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს მოლოდინი არ გამართლდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია კვლავ დგას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პრინციპებზე, რუსეთს ოკუპაციაში ადანაშაულებს და თითქოს რუსეთი არ ასრულებს 2008 წელს ნაკისრ ვალდებულებებს“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge