Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:43 13.12.2018
"16 დეკემბერს "ნაცმოძრაობისგან" პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს"

როგორც ცნობილია, ინაუგურაცია თელავში ჩატარდება და ის შედგება კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მან ასევე ისაუბრა 16 დეკემბერს, თელავში, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით და როგორც განაცხადა, იმედს იტოვებს, რომ ოპოზიცია არ მოიქცევა ისე, როგორც გუშინ ნიკა მელია მოიქცა.

 

„რაც შეეხება ოპოზიციის აქციას, ეს არის მათი კონსტიტუციული უფლება, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ისინი არ მოიქცევიან, როგორც გუშინ მოიქცა ნიკა მელია, ეს იქნება პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისთვის შესაფერისი საქციელი, თუმცა „ნაცმოძრაობისგან“ მაინც და მაინც პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს ხოლმე ზოგადად. ინაუგურაციის ჩატარებას არანაირი დაბრკოლება არ შეექმნება, ის ჩატარდება ისე, როგორც არის გათვალისწინებული,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge