Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:42 13.12.2018
"კარგი იქნება თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნდება" - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნდება.

 

როგორც მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, მასთან უცხოელ პარტნიორებს არაერთხელ დაუსვამთ საკითხი თუ ვინ მართავს ქვეყანას და რა სახელმწიფო მოწყობაა. მისივე თქმით, კითხვის ნიშნები, რომელიც მმართველობასთან დაკავშირებით არსებობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებით მოიხსნება.

 

„ამის თაობაზე, მე თავიდანვე ვსაუბრობდი, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი წავიდა თანამდებობიდან, რომ ადეკვატური იქნებოდა პარტიის ლიდერი და ადამიანი, რომელიც მიაჩნიათ ერთმნიშვნელოვნად ლიდერად, უნდა დაბრუნდეს და აიღოს პასუხისმგებლობა. რაც ახლა ხდება და რაც კითხვის ნიშანს ბადებს სახელმწიფოებრიობის მიმართ, გახდებოდა გასაგები. ჩემთან ჩვენს პარტნიორებს არაერთხელ დაუსვამთ კითხვა თუ რა სახელმწიფო მოწყობა გვაქვს. იციან საპრეზიდენტო რესპუბლიკები, მონარქიები და ა.შ. თუმცა ეს მოწყობა არც ერთ სახელმწიფო სისტემაში არ არის აღწერილი. ეს კითხვის ნიშანს აჩენს საქართველოს მიმართ. ჯერ ასეთი სახელი ამ სისტემისთვის არ არის მოგონილი. კარგი იქნება თუ ივანიშვილი დაბრუნდება, ამით როგორც ერთ სიმღერაშია - „დამთავრდება უხერხული ღიმილი“. გარდა ამ ყველაფრისა, მე მიმაჩნია, რომ ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია და მასთან მუშაობა ნამდვილად მომწონდა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge