Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:45 12.12.2018
„კოლეგების უპასუხისმგებლობის გამო დღეს ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ შედგა“

პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ ჩატარდა. „კოლეგების უპასუხისმგებლობის გამო დღეს ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ შედგა“, - ამ სიტყვებით დაასრულა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარული სხდომა, სადაც ხანგრძლივი განხილვის შემდეგ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა დაემტკიცებინათ. კენჭისყრის წინ ჩატარებულ რეგისტრაციაზე უმრავლესობის მხრიდან მხოლოდ 67 დეპუტატი აღმოჩნდა პლენარულ სხდომათა დარბაზში. მინიმალური – 76 დეპუტატი კი ვერ შეგროვდა, რომ პარლამენტს განხილვების ბოლოს ბიუჯეტი მიეღო. პლენარული სხდომა ხვალ განახლდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge