Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:40 11.12.2018
„უცხოელები ფლობენ, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მხოლოდ 0,7-0,8 % - ქართული მიწათმოქმედების მთვარი პრობლემა აგრარული პოლიტიკის საერთოდ არქონაა“

ყოფილი პოლიტიკური დევნილი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

 

„მაინც ვერ მოვითმენე მიწის საკითხზე, რომ არ დამეწერა. კიდევ გავიმეორებ: უცხოელები (ფიზიკური და იურიდიული პირები ერთად აღებული) ფლობენ, საქართველო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მხოლოდ 0,7-0,8 %. რაოდენობრივად ესაა 19.000 ჰექტრამდე. აღნიშნული სავარგულების დიდ ნაწილს ფლობს რამდენიმე უცხოელი მსხვილი სასოფლო საწარმო (მაგ. ფერერო როშერი ზუგდიდში). წვრილი სასოფლო სავარგულების უცხოელი მფლობელები სულ თითზე ჩამოსათვლელია. მიწების უკონტროლო გაყიდვის შეკავებისათვის კიდევ ერთჯერ მადლობა ქალბატონ თეა წულუკიანს. იუსტიციის სახლთნ ნათქვამი ე.წ. "გადასაფორმებლად მომზადებული 250.000 კორუმპირებული ქეისი" არასერიოზულია, ასევე დიდი პრობლემაა საქმეში გაურკვეველი და მეგაფონმომარჯვებული ეგზალტირებული "პოლიტიკოსების" ყვირილი. საქმეში გარკვეულმა ადამიანები კი დამეთანხმებიან, რომ ქართული მიწათმოქმედების მთვარი პრობლემა აგრარული პოლიტიკის საერთოდ არქონაა. შემდეგ მოდის, მთელი ჩამონათვალი, რაც ტანჯავს ქართულ სოფელს და ფიზიკურად სპობს ჩვენს მიწებს, კერძოდ:

 

1) მიწათმოქმედების არქაული წესები და დამუშვების მოძველებული ტექნოლოგია


2) მიწების ეროზიის შეუქცევადი პროცესი, რომლის შდეგადაც ასეულობით ჰექტარი სავარგული ხდება გამოუყენებელი 


3) სადრენაჟე და საწრეტი კოლექტორების გაბიდვნა/მოშლა, რამაც გამოიწვია დამლაშება უზარმაზარ (მაგ ალაზნის ველის 100.000 ჰა ზე მეტი, მდინარე იორის ქვემო წელის დიდი ნაწილი)ტერიტორიებზე.


4) მელიორაციის (გასარწყავიანების) დაბალი ტემპები რაც დაბალი მოსავლიანობის მიზეზია


5) არხებიდან სავარგულების მიგდებით რწყვა, რაც აზიანებს მიწას და მცენარეებსაც


5) დაუსრულებელი მიწის კადასტრი


6) სატყეო, სამეურნეო, დაცული ტერიტორიების, არასასოფლო მიწების და საძოვრების გადაფარვა.


7)ჭარბი და უკონტროლო ძოვება სავარგულებზე, რაც ხელს უწყობს ეროზიას


8) შხამქიმიკატების, პესტიციდების, ჰერბიციტებისა და პესტიციდების უკონტროლო/ ჭარბი მოხმარება


8) მოსავლის აღების შემდეგ მინდვრების გადაწვა, რაც ანადგურებს ჰუმუსოვან ფენას.


აქვე ვიტყვი, რომ ჩემს გაკვირვებას იწვევს სოფლის მეურნეობის კომიტეტის თვმჯდომარის ოთრ დანელიას პოზიცია, რომლისათვისაც კარგადაა ცნობილი ყოველივე ზემოთქმული და ვფიქრობ, უფრო მეტ ობიექტურობას უნდა იჩენდეს არსებული პრობლემების მიმართ. აქვე აღვნიშნავ, რომ 2020 წლიდან ევროკავშირი გადადის ერთობლივ აგრარპოლიტიკაზე Common Agricultural Policy (CAP), რაც საკუთრივ მოიცავს ჩვენი ასოცირების ხელშეკრულებისა და თვისუფალი ვაჭრობის კომპონენტებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით არ არის მიზანშეწონილი კანაბისის მსგავსი ისტორია კიდევ ერთჯერ განმეორდეს. არ იქნება კარგი საკონსტიტუციო ნორმის და ორგანული კანონის გამოსწორებისაკენ მიგვითითებენ. ალბათ სჯობს იმ პრობლემებს მივხედოთ, რაც ქართულ მიწას და სოფელს წინ წასწევს, დაუბრუნებს მსყიდველობით უნარიანობას და დაიცავს ფიზიკური განადგურებისაგან.“ წერს ბიძინა გიორგობიანი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge