Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:26 11.12.2018
„პენსია ცო­ტაა, მაგ­რამ მა­ინც ვი­ღებ - ეს ჩვე­ნი ფუ­ლია, ჩემი შრო­მის გამო მაძ­ლე­ვენ, მაგ ფულს სხვა­ნა­ი­რი გემო აქვს“

96 წლის ასაკ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დედა, ცი­ცი­ნო ივა­ნიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ექ­სპრე­მი­ე­რის და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის დედა სა­ჩხე­რე­ში, სო­ფელ ჭორ­ვი­ლა­ში ცხოვ­რობ­და. ქარ­თულ მე­დი­ა­ში იშ­ვი­ა­თად მო­ი­ძებ­ნე­ბა მი­ლი­არ­დე­რის მშობ­ლებ­თან ჩა­წე­რი­ლი ინ­ტერ­ვიუ, ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას სა­ერ­თოდ გა­ურ­ბოდ­ნენ, იქამ­დე სა­ნამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი ფი­გუ­რა არ გახ­და. ჟურ­ნალ "გზის" არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა 2002 წლის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ გრი­გოლ (გრი­შა) და ცი­ცი­ნო ივა­ნიშ­ვი­ლებ­თან, რომ­ლებ­საც "გზის" და "რე­ი­ტინ­გის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ჭორ­ვი­ლა­ში ეს­ტუმრნენ და მათ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცულ შვილ­ზე გუ­ლახ­დი­ლი პა­სუ­ხე­ბი მი­ი­ღეს. 


"მწვა­ნე­ში ჩაფ­ლულ ეზოს ალა­ყა­ფის კარი და ბე­ტო­ნის გა­ლა­ვა­ნი აკ­რავს. ორ­სარ­თუ­ლი­ან, ვარ­დის­ფრად შე­ღე­ბილ სახ­ლში გრი­შა პაპა და ცი­ცი­ნო ბებო ცხოვ­რო­ბენ. სახ­ლის გვერ­დით, ჭიშ­კრი­დან მარ­ჯვე­ნა მხა­რეს ყა­ვის­ფე­რი შუ­შე­ბით შე­მი­ნუ­ლი სა­სა­დი­ლოა, რო­მე­ლიც რეს­ტორ­ნის სტილ­შია აგე­ბუ­ლი და დიდ სა­ქე­ი­ფო დარ­ბაზს ჰგავს. იქ­ვეა სამ­ზა­რე­უ­ლო, რო­მელ­საც მო­ხუ­ცე­ბი სა­სა­დი­ლო ოთა­ხა­დაც იყე­ნე­ბენ. ეზოს ცალ მხა­რეს კო­ტე­ჯის ტი­პის ოთა­ხე­ბია ჩა­რი­გე­ბუ­ლი, სა­დაც მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალ­სა და სტუმ­რებს აბი­ნა­ვე­ბენ ხოლ­მე. მო­კირ­წყლულ ქვა­ფე­ნილს ვარ­დის­ფერ სა­სახ­ლეს­თან მივ­ყა­ვართ, სა­დაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე ეკა (ეკა­ტე­რი­ნე) ხვე­დე­ლი­ძე ის­ვე­ნე­ბენ ხოლ­მე; იქ­ვეა უზარ­მა­ზა­რი ჰა­მა­კი, კა­ლათ­ბურ­თის მო­ე­და­ნი, სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბა­ზი, სა­უ­ნა და ა.შ. კარ-მი­და­მოს წვრი­ლი ქვით ნა­შე­ნი ჭა ამ­შვე­ნებს. ეს ალ­ბათ, ერ­თა­დერ­თი რა­მაა, საწ­ნა­ხელ­თან ერ­თად, რაც სოფ­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ქმნის... ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის წინ ახა­ლი ჯიპი დგას. ეს მან­ქა­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა დე­და­ს აჩუ­ქა.

 

ცი­ცი­ნო ივა­ნიშ­ვი­ლი:

- საფ­რან­გეთ­ში ვი­ყა­ვით. ხომ უნდა მე­ნა­ხა, ჩემი შვი­ლი უცხო ქა­ლაქ­ში რო­გორ ცხოვ­რობს? მთე­ლი ქა­ლა­ქი შე­მო­ვი­ა­რე. ყვე­ლა­ფე­რი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე. ბი­ძი­ნამ ეს მან­ქა­ნა მი­ყი­და და მა­ჩუ­ქა, რათა სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით მევ­ლო, უფრო სწო­რად, დაც­ვას ვე­ტა­რე­ბი­ნე. რომ წა­მო­ვე­დი, აქაც გა­მო­მა­ტა­ნა, მას შემ­დეგ ეზო­ში დგას.

 

გრი­შა ივა­ნიშ­ვი­ლი:

- არას­დროს არ ვი­ცით, სად არის, რო­დის ჩა­მო­ვა, მაგ­რამ ყო­ვე­ლი მისი მოს­ვლა დღე­სას­წა­უ­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ შვი­ლე­ბიც მოჰ­ყავს. ეზო­ში ისე­თი მხი­ა­რუ­ლე­ბაა ხოლ­მე, რომ გულს უხა­რია. ბი­ძი­ნას შვი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად, ზა­ფხუ­ლო­ბით ჩა­მოჰ­ყავს. მათ კი­დევ ფრან­გუ­ლი­სა და ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი მოჰ­ყვე­ბი­ან ხოლ­მე, ზოგ­ჯერ მა­თე­მა­ტი­კი­საც. ეს ოთა­ხე­ბიც ძი­რი­თა­დად, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის არის აშე­ნე­ბუ­ლი.

 - ბავ­შვებ­მა ქარ­თუ­ლი კარ­გად იცი­ან?

- ძა­ლი­ან კარ­გად. ჩემი რძა­ლი და ბი­ძი­ნა მათ სულ ქარ­თუ­ლად ელა­პა­რა­კე­ბი­ან. ისი­ნი ხან საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, ხან მოს­კოვ­ში, ხა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამი­ტომ ბავ­შვებ­მა ფრან­გუ­ლიც კარ­გად იცი­ან, რუ­სუ­ლიც და ქარ­თუ­ლიც. სხვა ენებ­საც სწავ­ლო­ბენ.

 

ცი­ცი­ნო ბებო:

- ბი­ძი­ნა არ არის მკაც­რი მამა. პი­რი­ქით, ძა­ლი­ან რბი­ლია. ბავ­შვებს ანე­ბივ­რებს. ბავ­შვს დიდი და­ბა­დე­ბის დღე გა­და­უ­ხა­და პა­რიზ­ში. უზარ­მა­ზარ პარკში, თავი ზო­ო­პარკში გე­გო­ნე­ბათ. ეკა გა­უ­რი­გეს, კარ­გი ქა­ლია, მას­თან ერ­თად ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი. ბი­ძი­ნა ამ­ბობს, რომ ეკა ძა­ლი­ან ნას­წავ­ლი და ნი­ჭი­ე­რია. კარ­გი ცოლ­ქმრო­ბა აქვთ. ბევ­რს მუ­შა­ო­ბენ.

 

გრი­შა პაპა:

- ბი­ძი­ნა ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლია ხოლ­მე. როცა ჩა­მო­ვა, ყო­ველ­თვის ვა­ტყობ, დას­ვე­ნე­ბა სჭირ­დე­ბა. რაც გაჩ­ნდა, მას შემ­დეგ შრო­მობს. უმუ­შე­ვა­რი არას­დროს ყო­ფი­ლა. მე ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მა­ღა­რო­ში ვმუ­შა­ობ­დი. თავს არ ვზო­გავ­დი, ყო­ველ­თვის პრე­მი­ას მაძ­ლევ­დნენ, ხელ­ფა­სი 50 მა­ნე­თი მქონ­და. მერე მე­ურ­ნე­ო­ბა­ში აგ­რო­ნო­მი ვი­ყა­ვი. ახლა პენ­სი­ა­ზე ვარ.

 

- პენ­სი­ას იღებთ?

- ცო­ტაა, მაგ­რამ მა­ინც ვი­ღებ. ეს ჩვე­ნი ფუ­ლია, ჩემი შრო­მის გამო მაძ­ლე­ვენ, მაგ ფულს სხვა­ნა­ი­რი გემო აქვს.

 

 

 

 

ჟურ­ნალ "გზის" და ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გის" არ­ქი­ვი­დან

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge