Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:09 11.12.2018
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს ხვალ ეწვევა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს ხვალ ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში აპატურაი შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან გამართავს. ჯეიმს აპატურაი ასევე ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საჯარო ლექციას გამართავს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.  საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თბილისში ვიზიტი ადასტურებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებს მაღალ ინტენსივობას და ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყანას ნატო-ს დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge