Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:44 11.12.2018
"მთაში კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დავაზღვიოთ საფრთხეები"

კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება მთაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დავაზღვიოთ ის საფრთხეები, რომელიც უკავშირდება კლიმატის ცვლილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ექსპო ჯორჯიაში“, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგიაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ასევე განხორციელდება პრევენციული ღონისძიებები, რაც სხვადასხვა სამუშაოებს გულისხმობს.

 

„ცალკე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და სამწუხაროდ, გასული სამი წლის განმავლობაში ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენი თვალით ვიხილეთ. კატასტროფების წინასწარი გართხილების სისტემების დამონტაჟება მთაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დავაზღვიოთ ის საფრთხეები, რომელიც უკავშირდება კლიმატის ცვლილებას. ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი თანხები გამოვყავით და უკვე დავიწყეთ საპილოტე პროგრამების განხორციელება. განვახორციელებთ პრევენციულ ღონისძიებებს ბუნებრივი კატასტროფების ზიანის შესამცირებლად, რაც გულისხმობს სხვადასხვა მდინარისა და ხევის გასუფთავებას, 4 ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მონტაჟს, ტყის გაშენებას, ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას და მთაში ნახანძრალი ტერიტორიების აღდგენას. უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სადაზღვეო პროგრამების დანერგვაც, რათა სტიქიური კატასტროფებით გამოწვეული ზარალი შევამციროთ მინიმუმამდე“, - განაცხადა ბახტაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge