Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:24 11.12.2018
თაბორის ქედზე გასართობ-რეკრეაციული ზონა მოეწყობა, რომლის ღირებულება 86 მლნ დოლარია

თაბორის ქედზე მასშტაბური რეკრეაციული ზონის მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 

თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით ხორციელდება და მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 86 მლნ დოლარს შეადგენს.

 

ამ დროისთვის რეკრეაციული ზონის მოწყობის პირველი ფაზის ფარგლებში გოლფის მოედნის მშენებლობა დასკვნით სამუშაობი მიმდინარეობს.

 

როგორც თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, აღნიშნული პროექტი 402 009 კვ.მ რეკრეაციული სივრცის შექმნას გულისხმობს, სადაც მთლიანი ტერიტორიის 95% სრულად გამწვანებული იქნება. რეკრეაციული სივრცე გააერთიანებს, ლანდშაფტთან შერწყმულ 9 ფოსოიან გოლფის მოედანს, ხელოვნური ტბას და ჩოგბურთის კორტებს.

 

ამასთანავე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 160 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც განთავსდება 2 საცურაო აუზი, სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, რესტორანი და ა.შ.

 

„თაბორის რეკრეაცია უპრეცედენტოდ მწვანე პროექტია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქალაქის ყველა მაცხოვრებლისთვის. პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, ახალი სამუშაო ადგილების შემქნა და ტურისტების მოზიდვა ისეთი ქვეყნებიდან სადაც ზამთრის პერიოდში გოლფის თამაში და საერთაშორისო დონის ტურნირების ჩატარება შეფერხებულია“, - განმარტავენ თანაინვესტირების ფონდში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge