Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:28 10.12.2018
„სესხების განულების“ ვებგვერდი დღეს ამოქმედდება

სპეციალური საიტი, რომელიც საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებით შეიქმნა, დღეს ამოქმედდება. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, პირველი ორი დღის განმავლობაში საიტზე ჩაეშვება „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ბაზები.

 

"ჭარბვალიანობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთოერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა. ჩვენ გვაქვსგადასადგმელი ძალიან პრინციპული ნაბიჯები და ერთ-ერთი ასეთ ნაბიჯი გაცხადებული იყო რამდენიმე კვირის უკან, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს, საუბარია 600 ათას მოქალაქეზე, ისინი შეძლებენ 2019 წელს შეხვდნენ ვალების გარეშე და არ იყვნენ დარეგისტრირებული ე.წ. შავ სიაში. 


მე განვაცხადე, რომ 15 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, პერიოდულად მოხდებოდა ჩვენი მოქალაქეების ამოღება ამ ე.წ. შავი სიიდან. დღეს საღამოს 6 საათზე გაეშვება ვებ სატი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, რომ დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვლ ორგანიზაციაზე. დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკისა და ლიბერთი ბანკის მომხმარებლები. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორი. 


აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მუშაობა მიმდინარეობს 24 საათის რეჟიმში. ალბათ წარმოგიდგენიათ რა მასშტაბის ინფორმაციასთან გვაქვს საქმე და ფონდი „ქართუ“ ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. შესაბამისად ყოველდღე ჩვენ დავამატებთ ბაზებს შესაბამის ინფორმაციას. ფინანსურ ინსტიტურებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება“,-  განაცხადა ბახტაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge