Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:06 06.12.2018
„სანამ თქვენს უსაყვარლეს იარლიყს, ''ფაშიზმს'' ვინმე სხვას მიწებებთ, თქვენს სახელოვან ''წინაპარს'', ადოლფას დაეკითხეთ! ემანდ, არ გჟეჟოთ, რად იყენებთ ''ჩემს ექსკლუზივებსო''?!“

„ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში საზოგადოებას უახლოესი წლების ქართულ ავტორიტარიზმს შეახსენებს  და პარალელს ავლებს გერმანულ ფაშიზმთან:

 

„ყვავილ-პეპლებზე მინდოდა დამეწერა რამე ნაზი-ნარნარი, მაგრამ ბოლოს ისევ ფაშიზმის განმარტებით დავინტერესდი! (სულ ახლახანს არ იყო აქვე ეგ ფაშიზმი? სულ ორ-სამ ნაბიჯში? წლებს არ დავაკონკრეტებ - ისედაც ვიცით!)

'' *ფაშიზმი აერთიანებს სპეციფიურ, უაღრესად მემარჯვენე ძალებს და მათ იდეოლოგიებს, აგრეთვე დიქტატორული ტიპის პოლიტიკურ რეჟიმებს.

*ფაშიზმის ძირითადი მახასიათებლებია:
- პოპულიზმის ელემენტები.
- ბელადიზმი.
- მილიტარიზმი.
- ღია ტერორი მშრომელთა კლასზე.

*ქვეყანაში ფაშისტური პარტიების წარმოშობა და ზრდა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ქვეყანაში არის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური კრიზისი.

*ყველა ფაშისტური პარტიები ახდენენ გადამწყვეტ და უკომპრომისო ბრძოლებს თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ.''

*ადოლფ ჰიტლერი სიბრძნის-მეტყველება:
''ფიურერი მუდამ მართალია!''.
''ერთი რეიხი, ერთი ხალხი, ერთი ფიურერი''.
''ინტელიგენცია, ეს არის საზოგადოების ნარჩენები''.
''რაში გვჭირდება, ბანკებისა და ქარხნების ნაციონალიზაცია?! ჩვენ ნაციონალიზაცია უნდა გავუწიოთ ადამიანებს!''.
#ვიკიპედია

(P.S: გეცნოთ საკუთარი ხელწერა, ადგილობრივი ფაშიზმის ხროვავ! ჰოდა, სანამ თქვენს უსაყვარლეს იარლიყს, ''ფაშიზმს'' ვინმე სხვას მიწებებთ, თქვენს სახელოვან ''წინაპარს'', ადოლფას დაეკითხეთ! ემანდ, არ გჟეჟოთ, რად იყენებთო ''ჩემს ექსკლუზივებსო''?!. მაგარი ბოღმა ტიპი იყო და სადმე არ ''დაგისატკაოთ'' და არ დაგაფაშისტოთ“, წერს ნანა გაგუა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge