Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:31 06.12.2018
მექსიკური მაკარონის სალათი

ინგრედიენტები:

 

2   ტარო ყვითელი სიმინდი

280   გრ. მაკარონი
მარილი გემოვნებით
ახლად დაფქული შავი პილპილი
3   ცალი დიდი პომიდორი
1   ქილა შავი ლობიო
1   ცალი დიდი დაჭრილი ავოკადო
12  ჭიქა დაფშვნილი ყველი
23  ჭიქა დაჭრილი მწვანე ხახვი
12  ჭიქა მაიონეზი
12  ჭიქა იოგურტი
212  ს/კ ლაიმის წვენი
14  ჭიქა დაჭრილი ქინძი
1   კბილი დაკეპილი ნიორი
1   ს/კ დაფქული ჩილი
12  ჩ/კ დაფქული ძირა

მომზადების წესი:

 

წინასწარ გააცხელეთ გრილი. სიმინდის ტაროები გრილზე მოათავსეთ და დაახლოებით 10 წუთით წვით. ყოველ 2-3 წუთში გადააბრუნეთ, რომ ყველა მხარეს თანაბრად შეიწვას. გრილიდან გადმოიღეთ, გააცივეთ და სიმინდის მარცვლები მოაცალეთ.

 

ამასობაში, ოდნავ მარილიან წყალში (დაახლ. ½ ს/კ) მოხარშეთ მაკარონი. გადაწურეთ, გაავლეთ წყალი და გააცივეთ.

 

საკმაზის გასაკეთებლად, თასში აურიეთ მაიონეზი, იოგურტი, ლაიმის წვენი, ქინძი, ნიორი, ჩილი, ძირა და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. გამოყენებამდე შეინახეთ მაცივარში.

 

შეგიძლიათ, ცოტაოდენი დაჭრილი პომიდორი, სიმინდი, ავოკადო და ხახვი თავზე მოსაყრელად გადაინახოთ. სასალათე თასში გადაწურული მაკარონი, სიმინდის მარცვლები, დაჭრილი პომიდორი, შავი ლობიო(გადაწურული და წყალში გავლებული), დაჭრილი ავოკადო, დაფშვნილი ყველი, მწვანე ხახვი და სალათის საკმაზი კარგად აურიეთ.

 

გადანახული ინგრედიენტები თავზე მოაყარეთ. მიირთვით მომზადებისთანავე ან მირთმევამდე შედგით მაცივარში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge