Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:18 06.12.2018
„დიდი ცუცქიანობა საქართველოში - კოკო გამსახურდიაც მიკუსკუსებულა გრიგოლთან, მოდი, ერთად დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი, ანუ გამოვიტანოთ ლოზუნგი - "ყველა მინუს ივანიშვილი"-ო“

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ოპოზიციური პარტიების გაერთიანების თემას და ირონიულად წერს:

 

„დიდი ცუცქიანობა საქართველოში: დღეს ვნახე ვიდეო... გოჩა ჯოჯუა, რომელმაც ნინო ბურჯანაძეს პარტია და დაფინანსება წაართვა, ამაყად ჩაცუცქულა გრიგოლის ფეხებთან. თავის მხრივ, ნინო ბურჯანაძის მსტოვარი - გიორგი ახვლედიანი (ანუ ბურჯანაძეც) იქვე ჩაცუცქულა გრიგოლის მუხლებთან. კაკო ასათიანი, რომელიც წინა არჩევნებზე ირმა ინაშვილს დაუბლოკდა და არაფრის გულისთვის დღემდე ფინანსდება ბიუჯეტიდან, ასევე მითრეულა გრიგოლ ვაშაძის მუხლებს ზემოთა ადგილას! ოოო... კოკო გამსახურდიაც მიკუსკუსებულა გრიგოლთან, მოდი, ერთად დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი, ანუ გამოვიტანოთ ლოზუნგი - "ყველა მინუს ივანიშვილი"-ო. ბაჩუკებზე, მაჩუკებზე და მაჭუტებზე აღარაფერს ვამბობ, ეგენი ისედაც გრიგოლის ყოტაყზე ჰკიდიან!“, წერს გელა ზედელაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge