Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:39 05.12.2018
ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,გურჯაანი“ გერმანიაში სოლო კონცერტებს გამართავს

7 დეკემბერს, ლევან მუღალაშვილის სახელობის ბავშვთა ფოკლორული ანსამბლი ,,გურჯაანი“  გერმანიაში საგასტროლოდ გაემგზავრება.  ანსამბლი ქალაქებში ბერლინი და პოცდარმი სოლო კონცერტებს საკათედრო ტაძრებში გამართავს. ანსამბლს მასპინძელობას ქართული კულტურის პოპულარიზაციის ცენტრი ბერლინში ,,ქართლის დედა“ გაუწევს, რომელსაც თამარ იაშვილი ხელმძღვანელობს. ქართველების მასპინძელი ასევე გახლავთ ინტერნაციონალური ფესტივალი ,,მეგობრობის ხიდები“ - რომლის დამაარსებელიც სანდრა ვერელია, ამ ფესტივალში მონაწილეობა გურჯაანის ანსამბლმა 2015 წელს მიიღო. Lyra e. V (ლირა . ფაუ) - ემიგრანტთა " ინტეგრაციის სახლი" და Kultschule (კულტ შულე), რომლის დამაარსელი და ხელმძღვანელია ვალტერ გაუკსი, მეგობრული და ოჯახური ფესტივალი "ჩვენ ერთად" . OMV - აღმოსავლეთ და ცენტრალური გერმანიის გაერთიანება.

 

ანსამბლ ,,გურჯაანის“ ვიზიტი, ქართულ-გერმანული ურთიერთობების ფარგლებშია დაგეგმილი და კიდევ ერთხელ ეხმაურება ორი ქვეყნის მრავალწლიანი მეგობრობის ფაქტს. ანსამბლ ,,გურჯაანის“ კონცერტები წინა საშობაო კულტურული ღონისძიებების ფარგლებშია დაგეგმილი.

 


ლევან მუღალაშვილის სახელობის ბავშვთა ფოლკლორული ანსაბლი ,,გურჯაანი“, ანსამბლ ,,შავნაბადას“ პროექტის - ,,სალოტბარო სკოლები რეგიონებში“ ფარგლებში შეიქმნა და  უკვე მეშვიდე  წელია არსებობს. მას ცნობილი ლოტბარი, ანსამბლების ,,ერისიონი“ , ,,რუსთავი“ ,,ლაშარი“ ყოფილი წევრი და ასევე ოპერის სოლისტთა გუნდის ,,სულიკო“ მუსიკალური ხელმძღვანელი ილია დათუაშვილი ხელმძღვანელობს. ამ დროის განმავლობაში, ბავშვთა ანსამბლმა ,,გურჯაანი“ წარმატებით იმოგზაურა, ბულგარეთში, თურქეთში, გერმანიაში, ჩეხეთში, აზერბაიჯანსა და საბერძნეთში. მოზარდთა ანსამბლებს შორის ,,გურჯაანი“ ერთ-ერთი გამორჩეული ანსამბლია საკუთარი იდივიდუალური საშემსრულებლო მანერითა და რეპერტუარით.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge