Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:43 05.12.2018
„იხმაურებენ და დაწყნარდებიან“-რა ულტიმატუმებიც არ უნდა წამოაყენოს ოპოზიციამ საქართველოში, შედეგი მოსალოდნელი არაა

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართული ოპოზიციის მიტინგის თემაა განხილული აზერბაიჯანული გამოცემა «Каспий»-ს დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „მუშტების ქნევა ჩხუბის შემდეგ: ქართულ ოპოზიციას დასავლელ დამკვირვებლებთან აპელირებაც კი არ შეუძლია“.


პუბლიკაციაში ვრცლადაა მიმოხილული თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მიერ ჩატარებული მიტინგის მიმდინარეობა, მათ შორის გრიგოლ ვაშაძისა და მიხეილ სააკაშვილის (სკაიპით) განცხადებები. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ დასავლელმა დამკვირვებლებმა არჩევნებში გარკვეული დარღვევები კი დააფიქსირეს, მაგრამ ზოგადად ხმის მიცემის შედეგები პოზიტიურად შეფასდა. „აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა მოიმოქმედოს ოპოზიციამ და რა ულტიმატუმებიც არ უნდა წაუყენოს მთავრობას, არჩევნების მიმართ დასავლეთის წამყვანი ქვეყნების დამოკიდებულების გათვალისწინებით, ოპოზიციის პროტესტები დიდ ხანს მაინც არ გაგრძელდება, ანუ, როგორც ამბობენ ხოლმე, „იხმაურებენ და დაწყნარდებიან“-წერს გამოცემა.

ავტორ(ებ)ი : newspress.ge