Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:53 03.12.2018
სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა დამთვალიერებელს საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს (ფოტოები)

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებმა საკუთარი ნამუშევრები ერთ სივრცეში გააერთიანეს. WOMEN IN COLOR-ასე ჰქვია გამოფენას, რომლის ფარგლებშიც ხელოვანებმა სხვადასხვა ფორმატში შესრულებული ნამუშევრები წარუდგინეს დამთვალიერებელს. 

 

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ფერწერული, შერეული მასალით შესრულებული ნამუშევრები და ქანდაკებები. 

 

თამარ თოიძის, ანა ბოტკოველისა და მედეა ყირიმელის ნამუშევრებს გალერეა „აკადემია+“ - ი მასპინძლობს. გამოფენა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით იმართება და 4 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge