Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:48 30.11.2018
პირველ დეკემბერს გალერეა „კადემია+“-ში გამოფენა სახელწოდებით "WOMEN IN COLOR" გაიხსნება

პირველ დეკემბერს გალერეა „კადემია+“-ში გამოფენა სახელწოდებით "WOMEN IN COLOR" გაიხსნება.

 

გამოფენაში მონაწილეობას ახალგაზრდა ხელოვანები – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტის, მაგისტრატურის სტუდენტები იღებენ. 

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება  ხვადასხვა ფორმატში შესრულებული ნამუშევრები: ფერწერა, ხატვა, ქანდაკება და შერეული მასალა.

 

ხელოვანებისთვის ამ თემის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს, ის  სფეროა, სადაც პრობლემა გარედან არ ჩანს და პროცესები უფრო დაფარულია. 

 

გამოფენაში მონაწილეობენ: 

თამარ თალი თოიძე

ანა ბოტკოველი

მედეა ყირიმელი

 

გამოფენა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით ეწყობა.

 

გამოფენის გახსნა 19:00

 

მისამართი: ქ.თბილისი შარდენის ქუჩა #19

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge