Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:43 28.11.2018
"ნაცმოძრაობას“ მოვუწოდებ, ნუ შეეცდებიან ხელოვნურად შექმნან აგრესიული ფონი"

მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, ნუ შეეცდებიან ხელოვნურად შექმნან აგრესიული ფონი. ყველაფერი წარიმართება მშვიდად. არ შეინიშნება არსებითი ხარვეზები საარჩევნო პროცესში, რამაც შეიძლება ასახვა ჰპოვოს იმ სურათზე, რაც არის ჩამოყალიბებული ქვეყანაში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

კობახიძის თქმით, მთლიანობაში, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ასე გაგრძელდება უბნების დახურვამდე.

 

„მთლიანობაში არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში. თითოეულ თქვენგანს აქვს საშუალება მივიდეს უბნებზე და ნახავთ, რომ არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში. უზრუნველყოფლია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობით გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მუშაობა 20:00 საათის ჩათვლით და შემდეგაც. გრძელდება აგრესიის იმიტაცია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, ნუ შეეცდებიან ხელოვნურად შექმნან აგრესიული ფონი. ყველაფერი წარიმართება მშვიდად. არ შეინიშნება არსებითი ხარვეზები საარჩევნო პროცესში, რამაც შეიძლება ასახვა ჰპოვოს იმ სურათზე, რაც არის ჩამოყალიბებული ქვეყანაში. ჩვენი პასუხისმგებლობაა სამართლიანი, მშვიდი გარემოს უზრუნველყოფა არჩევნებისთვის“,- განაცხადა კობახიძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge