Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:46 26.11.2018
"ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, როგორი წელი ექნება 2019-ში..." - ასტროლოგი სოფია ბზეკალავა
ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, როგორი წელი ექნება 2019-ში.


დავიწყოთ იმით, რომ ასტროლოგიური წელიწადი ნებისმიერისთვის მისი დაბადების დღიდან იწყება და არა პირველი იანვრიდან. მეორეც - ღორის წელი რეალურად ძალაში 5 თებერვლიდან შევა, მესამეც - ის თუ როგორი წელი გვექნება დამოკიდებულია პირად ჰოროსკოპზე და პლანეტების ინდივიდუალურ კონფიგურაციებზე რომელსაც ისინი ქმნიან თქვენს პირად ჰოროსკოპთან სინთეზში. ვიცი, რომ ყველას უნდა მხოლოდ კარგი და პოზიტიური პროგნოზის მოსმენა და ჩემთვის, როგორც ასტროლოგისთვის ეს საოცრად დიდი დილემაა, იმიტომ რომ არ მიყვარს ნეგატიურ პროგნოზებზე საუბარი. მაგრამ სამწუხაროდ ცხოვრებაში არის რთული პერიოდები, არის ჩავარდნები, არის გამოწვევები რომელიც დამიჯერეთ საჭიროა, დამიჯერეთ, არ არის შემთხვევით და არავინ გსჯით სპეციალურად, არც ღმერთი არც კოსმოსი. უბრალოდ მხოლოდ ამ სირთულეების ხარჯზე აღმოაჩენთ ახალ რეალობას, ახალ და დამატებით რესურსებს საკუთარ თავში. სხვაგვარად თქვენი სული ვერ განვითარდება და ვერ გაივლის ევოლუციის პროცესს რისთვისაც ამ ქვეყანაზეა მოსული.

 

დიახ, მესმის, რომ ყველას უნდა კომფორტული და მშვიდი ცხოვრება. მაგრამ მუდმივ კომფორტში ყოფნით ადამიანი არ ვითარდება, მეტიც - ის დეგრადირდება ზედმეტად უზრუნველყოფილ გარემოში. სიცოცხლე მოძრაობაში. ამიტომ ნუ გეშინიათ პრობლემების, ნუ გეშინიათ სირთულეების.


ეს იმას ნიშნავს, რომ სამყარო ადგილს ათავისუფლებს საიმისოდ, რომ თქვენ ცხოვრებაში დაიწყოს რაღაც უფრო კარგი, ახალი, გაცილებით უფრო მაგარი და წარმატებული. შესაბამისად როცა რაიმე ტიპის პრობლემაა თქვენს თავს, დაფიქრდით რისი თქმა სურს სამყაროს ამით? რა შეგიძლიათ ისწავლოთ თუნდაც ყველაზე დიდი განსაცდელისგან? ნუ გაბოროტდებით და ნუ დაწყევლით საკუთარ ბედს, ნუ გადაუსვამთ ხაზს საკუთარ პიროვნებას ჩავარდნების და დროებითი წარუმატებლობის გამო, ნუ დაგეკარგებათ საკუთარი თავის რწმენა. იმიტომ რომ პლანეტები მოძრაობენ და ნებისმიერი განსაცდელი, თუნდაც ყველაზე დიდი და საშინელი წარმავალია ჩემო კარგებო. საბოლოო ჯამში კი ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება." 

ავტორ(ებ)ი : ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს: