Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:25 26.11.2018
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს, - ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო უწყება ავრცელებს.


„სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში, 27 ნოემბრის 20:00 საათიდან იგეგმება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილების ფუნქციონირების დროებითი შეჩერება. აღნიშნული პუნქტების ფუნქციონირება 29 ნოემბერს, დილის 06:00 საათზე განახლდება“, - იუწყებიან დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge