Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:44 19.11.2018
"ნატოს წევრობა საქართველოსთვის მაინცდამაინც აუცილებელი არ არის“ - ინტერვიუ თომას დე ვაალთან

«Caucasus Watch» (გერმანია), 17 ნოემბერი, 2018 წელი

 

ამონარიდი სტატიიდან

 

- თქვენ თვლით, რომ საქართველო ყველაზე წარმატებული და ყველაზე ევროპული ქვეყანაა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის. გასულ წელს თბილისმა ლიბერალური სავიზო რეჟიმი მიიღო შენგენის ზონისათვის. შეძლებს თუ არა საქართველო ამ გზით სიარულს და სულ უფრო მჭიდრო ინტეგრირებას ევროკავშირთან, ნატოს სამხედრო დაცვის გარეშე?

 

- პრინციპში, კი. ვფიქრობ, ნატოში გაწევრიანება საქართველოს განვითარებისათვის მაინცდამაინც აუცილებელი არ არის. მე უფრო მეტ უპირატესობას ვანიჭებ ევროკავშირთან ურთიერთობას და შესაბამისად, უფრო მნიშვნელოვნად ეკონომიკური ასპექტი მიმაჩნია. 2008 წლის შემდეგ რუსეთსაც არ აღვიქვამ საქართველოსთვის სერიოზულ საფრთხედ და ვფიქრობ, მოსკოვს ამჟამად თბილისის მიმართ აგრესიის განხორციელების გეგმები არ აქვს. აშკარაა, რომ რუსეთს არ სურს საქართველოს ნატოში გაწევრიანება, მაგრამ იმავდროულად უნდა, რომ საქართველოში მასთან მეტ-ნაკლებად მეგობრულად განწყობილი ხელისუფლება იყოს. მოკლედ, ჩემი აზრით, ის დრო, როცა რუსულ სამხედრო საფრთხეზე ვსაუბრობდით საქართველოსთან მიმართებით, წარსულში დარჩა. საქართველომ უკვე იპოვა პასუხი პასუხი, თუ რა უნდა ქნას ნატოს გარეშე - მან აშშ-სთან მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები დაამყარა. პენტაგონი საქართველოს არმიას პროფესიულ დონეზე ამზადებს. ამრიგად, საქართველო, უნდა ვივარაუდოთ, რომ შეძლებს წარმატებას მიაღწიოს ბევრ მნიშვეელოვან სფეროში, მათ შორის ეკონომიკასა და ვაჭრობის განვითარებაში და იმავე დროს ძალიან არ იდარდოს - ნატოს წევრი რატომ ვერ გავხდიო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge