Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:36 18.11.2018
ძმების ტრიუმფი ბუქარესტში - ავთო და ნიკა კენჭაძეები მსოფლიოს ჩემპიონები არიან

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი 23-წლამდე მოჭიდავეებს შორის. საქართველოს ნაკრებმა პირველ დღეს ორი ოქროს მედალი მოიგო. გამარჯვება ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) მოიპოვეს. მეორე საჭიდაო დღეს ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ასაკობრივ მსოფლიოზე ოქროს მედალს დაეუფლა. კენჭაძემ საფინალო გზაზე ინდოელი მალიკი 10-0, სლოვაკეთის წარმომადგენელი გულაევი 3-0 და თურქი აკდენიზი 10-0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ტიმურ ბიზოევს 4-2 მოუგო. ქართველმა მოჭიდავემ ფინალურ ბრძოლაში რუმინელი ვასიოლოღლუ პირველივე პერიოდში დაამარცხა. კენჭაძე 4:0-ს იგებდა, როდესაც მეტოქეს ოთხქულიანი გდება გაუკეთა და შემდეგ სუფთა გამარჯვება იზეიმა. ნიკა და ავთო კენჭაძეები ძმები არიან, ისინი ამბროლაურის საჭიდაო სკოლას წარმოადგენენ და სამშობლოში ოქროს მედლებით ბრუნდებიან.

 

ინფორმაციას popsport.com-ი ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge