Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:24 17.11.2018
"საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორც გერმანია" - გერმანული გამოცემა "შპიგელი"

სტატია გერმანულ ჟურნალ „Spiegel“- ში, სათაურით „რამდენად უსაფრთხოა მსოფლიო?" 15 ნოემბერს გამოქვეყნდა. სტატიის ავტორი სხვადასხვა წყაროზე და კვლევით ორგანიზაციაზე დაყრდნობით მსოფლიოში უსაფრთხოების მდგომარეობას მიმოიხილავს.


"წელს მსოფლიო უფრო მშვიდი გახდა - ამის შესახებ ფრედერიკ ბლამმა (International SOS-ის გენერალურმა მენეჯერმა გერმანიაში) „Spiegel“-ს განუცხადა.

 


რამდენად მაღალია ტერორიზმისა და ძალადობის რისკი? რამდენად სახიფათოა საგზაო მოძრაობა? სად არის სამედიცინო პრობლემები? - ეს ის საკითხებია, რომლის მიხედვითაც შეფასდა სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.


"საქართველო ისევე უსაფრთხოა, როგორც გერმანია - Travel Risk Map-ის თანახმად, საფრთხის რისკი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ნორვეგია, სლოვენია და შვეიცარია, საკმაოდ უმნიშვნელოა, ხოლო აშშ-ში, გერმანიასა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში კი - „დაბალი“.


International SOS-ის კვლევების თანახმად, სხვა ქვეყნებთან ერთად, მდგომარეობა უსაფრთხოების კუთხით პოზიტიურად შეიცვალა საქართველოშიც, კერძოდ რისკი „საშუალოდან“ გადავიდა „დაბალზე“, რადგანაც უსაფრთხოების გარემო ქვეყანაში სტაბილურია.



http://m.spiegel.de/reise/aktuell/travel-risk-map-so-hoch-ist-das-risiko-zu-reisen-a-1238455.html

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge