Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

19:37 11.11.2018
ჩახდილი ქართველები და ნამდვილი ქართველები

სოციალისტური მოძრაობის ლიდერი ვალერი კვარაცხელია ეხმაურება „გირჩის“ მიერ საოკუპაციო ხაზთან გამართულ აქცია-პერფორმანსს და აქვეყნებს პოსტს სათაურით „ჩახდილი ქართველები და ნამდვილი ქართველები“:

 

ცხინვალის მისადგომებთან ჩახდა-წაკუზვის გულისამრევი აქცია საქართველოსთვის ღირსების შესალახავად იყო გამიზნული. ეს შარვალჩახდილი დ რუსებისა და ოსების წინაშე სამარცხვინოდ წაკუზული ცხოველი (ვინმე ჯაფარიძე), ჯერ კიდევ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდტი იყო, დღეს კი ასე სამარცხვინოდ დგას ცხინვალთან და იმაზე ოცნებობს, ნეტავ, მსოფლიოს წამყვანმა მედიამ გამაშუქოს ამ პოზაშიო. ქართველებო, თუ გსურთ ეროვნული და ადამიანური დაცემის ამ საზიზღარ გამოვლენას გაემიჯნოთ, მხოლოდ ამ ცხოველებს კი არა, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეროვნული ცნობიერების დამანგრეველ იმ დასავლურ იდეოლოგიას უნდა გაემიჯნოთ, რომელიც ამგვარ საშინელებებს ნერგავს. ქართველებო, შეიგნეთ, რომ სანამ ჯერ კიდევ დროა, უარი თუ არ ვუთხარით მსოფლიოს გარყვნა-გათახსირებისკენ მიმართულ დასავლურ იდეოლოგიას, იგი მთელ საქართველოს დააყენებს იმ სამარცხვინო პოზაში, რა პოზაშიც ეს გადაგვარებული, ეს სულით და ხორცით მახინჯი არსებები ცხინვალის მისადგომებთან იდგნენ.

- უკვე ჩაიხადეს? - კითხულობდნენ საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ნაწილი ოსებისა.

- ჩაიხადეს, ჩაიხადეს! - უდასტურებდნენ საქართველოს მიმართ ასევე მტრულად გნწყობილი ნაწილი რუსებისა.
-Yes, yes! - ყვიროდნენ გახარებული ევროპელები.
- Wow, wow! - აღფრთოვანდნენ ამერიკელები.

იგლოვე ერო, უკანასკნელ დღეებს ითვლი არსებობისა!
იგლოვე ერო, ახლოა უფსკრული, საითკენაც მიექანები და, სადაც საბოლოოდ უნდა ჩაიმსხვრეს ათასწლეულებგამოვლილი შენი ისტორია, შენი წარსული, შენი აწმყო და მომავალი!
იგლოვე ერო, დაგცინის და ხითხითებს უკვე შენს სულში მროკავი ეშმა!
იგლოვე ერო, ახლოვდება ჟამი უკანასკნელი ამოსუნთქვისა!

მაგრამ იქამდე, ვიდრე საშინელ კონვულსიას შეიგრძნობ და სასიკვდილო აგონიაში აღმოჩნდები, კიდევ ერთხელ წამოიმუხლე და გაიბრძოლე, კიდევ ერთხელ...
შენ ხომ აღმაშენებლისა და სტალინის მშობელი ერი ხარ; 
შენ ხომ რუსთაველისა და ილიას მშობელი ერი ხარ; 
შენ ხომ "ვეფხვისა და მოყმის ბალადას" შემქმნელი ერი ხარ; 
შენ ხომ "ჩაკრულოთი" კოსმოსის განმაცვიფრებელი ერი ხარ...

ყური მიუგდე, რა ხმები ისმის შენს ისტორიაში:
"ჭირსა შიგან გამაგრება..."
"ბოროტსა სძლია კეთილმა..."
"აწმყო თუ არა გწყალობს..."
"Победа будет за нами!"

ამათი იმედით, ამათი მაგალითით, ამათი ხათრით, 
ნუ დაეცემი... ნუ დაეცემი... ნუ დაეცემი!

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge