Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:35 08.11.2018
ხვალ, თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ხვალ, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

 

ვაკის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 02 საათიდან 05 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, კოსტავას, ქუჩიშვილის, ვერიკო ანჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის, მელიქიშვილის და შიო მღვიმელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

ნაძალადევის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქა-ავშნიანის დასახლების და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

 

გლდანის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VI, VII, VIII მიკრორაიონების, ილია ვეკუას და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge