Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

22:37 07.11.2018
იპოდრომის ჩოგბურთის კორტების ნაწილი თბილისის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება

თბილისის ყოფილი იპოდრომის ე.წ. ჩოგბურთის კორტების ნაწილი თბილისის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება. ამის შესახებ განცხადება დღეს, 7 ნოემბერს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გაავრცელა. როგორც კალაძემ განმარტა, 2009 წელს ეს ტერიტორია უცხოურმა კომპანიამ განაშენიანების მიზნით შეიძინა. მისი სიტყვებით, ამ დროისთვის მონაკვეთი, სადაც ადრე სპორტული კომპლექსი მდებარეობდა, სავალალო მდგომარეობაშია და მერია მომავალი წლიდან ამ ადგილას ახალი სპორტული კომპლექსის მოწყობას გეგმავს. აღნიშნული ტერიტორია საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის მდებარეობს. ამ ტერიტორიის სპორტულ ცენტრად გადაკეთებას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე დიდი ხანია, რაც ითხოვს. ამ მიზნით, მათ ფეისბუკზე სპეციალური გვერდიც შექმნეს. ტერიტორიის თბილისის მუნიციპალიტეტისთვის მიყიდვაზე უარს არც ტერიტორიის მფლობელი ყაზახური კომპანია ამბობდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge