Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

11:39 08.11.2018
ექიმი, რომელიც სიცოცხლეს ჩუქნის- ქირურგი-ტრანსპლანტოლოგი, მედიცინის დოქტორი პროფესორი კობა შანავა

ღვიძლის ტრანსპლანტაცია საქართველოში სულ რამდენიმე წლის წინ განხორციელდა. ჩვენს ქვეყანაში პირველად ეს ოპერაცია 2013 წელს ჩატარდა,  ხოლო 2015 ლიდან ტრასნპლანტლოგმა კობა შანავამ   უკვე 14 წარმატებული ღვიძლის  ტრანსპლანტაცია განახოციელა.


ახალგაზრდა ტრანსპლანტოლოგმა კვალიფიკაცია სამხრეთ კორეაში, სეულის ნაციონალურ უნივერსიტეტში გაიარა. ამ დროისთვის ღვიძლის უკვე 14 გადანერგვა აქვს გაკეთებული ცოცხალი დონორიდან. ბოლო ოპერაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ. სწორედ მის მიერ ჩატარდა პირველი პედიატრიული ღვიძლის გადანერგვა ცოცხალი დონორისგან. 4 წლის ალექსანდრეს მამამ მისცა ღვიძლის წილი. ბავშვი თავს კარგად გრძნობს


- ბატონო კობა, ჩვენთვის ცნობილია, რომ  პაციენტს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარეთ...ფაქტობრივად, პიონერი ხართ ამ მიმართულებით... რთული იყო?


ზოგადად, ამ ოპერაციებისთვის მზადების პროცესი ბევრ სირთულეს მოიცავდა. აეწყო ბაზა, გადამზადდა კადრები, ამ მხრივ დიდი დახმარება გაგვიწია სეულის ნაციონალური კლინიკის ქირურგიული სამსახურის ჯგუფმაღვიძლის ტრანსპლანტაცია უსერიოზულესი და მოცულობითი  ოპერაციაა, მასზე რამდენიმე ბრიგადა მუშაობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გადანერგვა ცოცხალი დონორიდან ხდება. პრაქტიკულად ორი ოპერაცია ერთდროულად მიმდინარეობ. დღეისათვის უკვე მულტიდისციპლინარულ კლინიკა ,,ინოვაში“ ვახორციელებთ ჩვენი საქმიანობის ძირითად მიმართულებას. ჰეპატო-ბილიარულ ქირურგიას  და  რა თქმა უნდა, ვემზადებით ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციებისთვის. ასევე ვაკეთებთ სხვა ზოგად და ონკოქირურგიულ ოპერაციებს, როგორც ლაპაროსკოპიული ,ასევე -ღია მიდგომით. 


-ბატონო კობა, ამ რთულ ოპერაციებამდე თქვენ საზღვარგარეთ იმაღლებდით კვალიფიკაციას და პრაქტიკულ საქმიანობას ეწეოდით...


- დიახ. სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე  გავემგზავრე  უნგრეთში, პეჩში. კვალიფიკაციის ასამაღლებლად შემდეგ უკვე გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ხოლო მოგვიანებით კი საფრანგეთის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. ამის შემდეგ კი - სამხრეთ კორეაში, კერძოდ კი სეულის ნაციონალურ ჰოსპიტალში  ჰეპატობილიარული ქირურგიისა და ტრანსპლანტოლოგიის დეპარტამენტში, შემდეგ სტაჟირებაზე გავემგზავრე ამერიკაში, ფლორიდაში მეიოს კლინიკის ტრანსპლანტოლოგიის დეპარტამენტში, შემდეგ იყო კვლავ ამერიკა, კონექტიკუტის შტატში იელის კლინიკის ქირურგიისა და ტრანსპლანტოლოგიის დეპარტამენტი. ეს გამოცდილების მართლაც ტევადი წლები იყო და მთელი ეს ცოდნა და გამოცდილება ჩვენს ქვეყანას მინდა მოვახმარო. რესპუბლიკური საავადმყოფოს შემდეგ კლინიკა ,,ავერსის“ ჰეპატოპანკრეატობილიარული ქირურგიის და ტრანსპლანტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ვიმუშავე , ხოლო დღეისათვის  გახლავართ კლინიკა ,,ინოვას“ ქირურგიულ დეპარტამენტში.   დღეისათვის 1000-მდე ზოგადი და ონკოქირურგიული ოპერაცია მაქვს ჩატარებული, ხოლო ღვიძლის ტრანსპლანტაცია უკვე 14 ჯერ განვახორციელეთ და ყველა წარმატებული შედეგებით . საქართველოში უამრავი ადამიანია ღვიძლის ციროზით დაავადებული. ასეთი ადამიანები იღუპებიან. ასევე, ჩვენთან არის ვირუსების, ჰეპატიტების ეპიდემია. ეს არისდაჰეპატიტი. დღეს წარმატებით მუშაობს სახელმწიფო პროგრამა – „ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა, რომელმაც ფანტასტიკური შედეგი მოგვცა , თუმცა ამით ეს პრობლემა არ ამოიწურა. ადამიანებს, რომელთაც ჰქონდათ ვირუსი და თან ციროზი, ვირუსისგან განიკურნენ, მაგრამ ციროზი რჩება. ყველა ეს პაციენტი არის გადანერგვის პოტენციური კანდიდატი.ამიტომაც ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ხელშეწყობაა საჭირო, ამ დარგის ინტენსიური განვითარებისთვის. ჩემთვის ექიმობა ყველაფერია, პროფესიაც, ჰობიც და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაც. ჩემთვის გადარჩენილი სიცოცხლე  არის ყველაზე დიდი ადრენალინი ცხოვრებაში, რისგანაც უდიდეს ბედნიერებას ვიღებ!

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge