Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:30 06.11.2018
ქართველების კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო კინოფესტივალზე

ფილმი -  ,,კორფუ - ღმერთების საჩუქარი‘’ - საბერძნეთზე გადაღებულ საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად დასახელდა.


ქართველი დოკუმენტალისტების მიერ დანახული საბერძნეთის კუნძული კორფუ ჟიურის ფავორიტი ნამუშევარი გახდა და  თავად ბერძენი კონკურენტებიც კი უკან ჩამოიტოვა. 


ფილმი ,,კორფუ, ღმერთების საჩუქარი" - საბერძნეთის ამ კუნძულის  ისტორიის, კულტურის და თანამედროვეობის  შესახებ მოგვითხრობს  და სხვადასხვა ტურისული პროდუქტის  თუ გასტრონომიის შესახებ გვიამბობს.


საუკეთესო  ოპერატორული ნამუშევარი  კი თეიმურაზ გაბაშვილს ეკუთვნის.


რეჟისორ ირინა ხანგოშვილის საავტორო გადაცემა, რომლის წამყვანია ჟურნალისტი - ზურაბ დვალი, პროექტით - ,,გელოდებით სტუმრად"-მსოფლიოს მრავალ სატელევიზიო სივრცეში მაუწყებლობს და საქართველოს პოპულარიზაციას  უწყობს ხელს  საზღვარგარეთ. 

 

შემოქმედებითი ჯგუფი რამდენიმე დღეში ახალი ფილმით წარსდგება ფართო აუდიტორიის წინაშე,  რომელიც კახეთში გადაიღო და ყვარლის რაიონში არსებულ ტურისტულ ობიექტებს აერთიანებს. "რთველი - ღვინისა და მეგობრობის დღესასწაული ‘’ - ამ სახელწოდების პროექტით, მალე კახეთს მრავალ კონტინენტზე გაიცნობენ...


სატელევიზიო პრემიერა  რადიო თავისუფლების  სატელევიზიო  არხზე  ,,ნამდვილი დროს“ ეთერში 9 ნოემბერს  შედგება.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge