დასავლეთ კამერუნის ქალაქ ბამენდას სკოლიდან დაუდგენელმა პირებმა 79 ადამიანი გაიტაცეს. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
გატაცებულთა უმეტესობა სკოლის მოსწავლეები არიან. მათთან ერთად ბოროტმოქმედებმა სკოლის დირექტორი და ავტობუსის მძღოლი ქალაქგარეთ გაიყვანეს.
ხელისუფლების ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში მილიცია და ჯარის დანაყოფებია ჩართული. სკოლაში მისულმა რეგიონის გუბერნატორმა პირობა დადო, რომ გატაცებულები სახლში მალე დაბრუნდებიან. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას გატაცების უკან. ადგილობრივები მომხდარში სეპარატისტულ შეიარაღებულ დაჯგუფებას ადანაშაულებენ, თუმცა მათ პრესსამსახურში ინციდენტთან რაიმე კავშირს უარყოფენ.