Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

00:29 02.11.2018
ტელეკომპანია „იმედი“ იმედის კვირის ჟურნალისტმა, მართა არდაშელიამ დატოვა

ტელეკომპანია იმედი, იმედის კვირის ჟურნალისტმა, მართა არდაშელიამ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს თავად ჟურნალისტმა დაუდასტურა. მართა არდაშელიას თქმით, ის დღეს, პირველ ნოემბერს წამოვიდა სამსახურიდან. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება, ტელევიზიის მიერ არჩევნების მეორე ტურში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლას, ჟურნალისტი არ პასუხობს. "დეტალებზე საუბარი არ მსურს", — განაცხადა მართა არდაშელიამ. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია იმედი, ასევე იმედის კვირის კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ქეთი ბრაჭულმა დატოვა. On.ge ამ დრომდე ცდილობს მასთან დაკავშირებას. ის არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებებს არ პასუხობს. იმედის კვირის წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ On.ge-ს ჟურნალისტების წასვლის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურა და განაცხადა, რომ გუნდი არსებული შემადგენლობით აგრძელებს მუშაობას. დეტალების დაზუსტების მიზნით, On.ge ცდილობს საინფორმაციო სამსახურის უფროსთან, ნანა ლეჟავასთან დაკავშირებას. ის ჩვენს ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.

 

10 ოქტომბერს ტელეკომპანია იმედი ასევე დატოვა ქრონიკის წამყვანმა თამარ ჩიხლაძემ და გადაწყვეტილების მიღების მიზეზად არხის სარედაქციო პოლიტიკა დაასახელა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge