Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

19:52 28.10.2018
ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია
ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. ფინალში მან კოსოვოელ აკილ ჯაკოვას ვაზარით სძლია. ქართველმა ფალავანმა ფინალამდე იაპონელი ტაკეში დოი, ჩინელი რიგან სუ, უკრაინელი არტემ ხომულა დაამარცხა და შვედი ტომას მაცია დაამარცხა.
გუშინ ვაჟა მარგველაშვილმა და ამირან პაპინაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედლები მოიპოვეს. ტურნირს გამოეთიშნენ ფრიდონ გიგანი (73 კგ) და თამაზ კირაკოზაშვილი (81 კგ). ხვალ ავთანდილ ჭრიკაშვილი (90 კგ), უშანგი მარგიანი (90 კგ), ლაშა ტაველური (100 კგ), ლევან მატიაშვილი (+ 100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+ 100 კგ) იჭიდავებენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge