Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

 

ანდრეი ზვიაგინცევმა, დრამის კათედრაზე ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის გუნდის დირიჟორის მიმართუების ჯგუფთან ერთად “მრავალჟამიერი” შეასრულა.

 

რუსი რეჟისორი, ოსკარის ორგზის ნომინანტი და კანის კინოფესტივალის წლევანდელი ჟიურის წევრიოქროს გლობუსის, კანისა და ვენეციის კინოფესტივალების გამარჯვებული ანდრეი ზვიაგინცევი თბილისს სტუმრობს, მას საქართველოში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი,  სასემინარო პროგრამის ფარგლებში პროექტით - ,,თანამედროვე კინოს დიდოსტატები“  მასპინძლობს. პროექტი მოიცავს თანამედროვე,  მოქმედი და წარმატებული რეჟისორების საქართველოში ჩამოყვანას და სტუდენტებთან შეხვედრას. სწორედ ამ პროგრამით ეწვია საქართველოს ანდრეი ზვიაგინცევი


ის შეხვდა სტუდენტებს,  ვიზიტის დასასრულს კი კინო "ამირანში" ამ დროისთვის მისი ბოლო და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმის - "უსიყვარულო" ჩვენება გაიმართა.


თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სტუმრობისას ზვიაგინცევმა ორდღიანი სემინარი ჩაატარა და  სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, მესამე დღეს კი მისთვის ქართული ხალხური სიმღერის მასტერკლასი უკვე მასპინძლებმა გამართეს.  


თბილისისა და მცხეთის დათვალიერების და ქართული კულტურის გაცნობის შემდეგ, ის ქართული მრავალხმიანობითაც დაინტერესდა


ამიტომ, მასთან მოეწყო სპეციალური შეხვედრა დრამის ფაკულტეტზე.  


რეჟისორთან შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი - გიორგი შალუტაშვილი, ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის გუნდის დირიჟორის მიმართულების ხელმძღვანელი მაია მიქაბერიძე, ამავე მიმართულების სხვა ლექტორები და სტუდენტები


შევხედრის ფაგლებში მასპინძლებმა ზვიაგინცევს  ქართული ტრადიციული მუსიკის ისტორია მოუთხრეს, ესაუბრენ მის მრავალფეროვნებასა და ღირებულებებზე. რეჟისორს საშუალება ქონდა ცოცხლად მოესმინა ქართული ხალხური სიმღერისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ტიპის პოლიფონია

 

შეხვედრაზე შესრულდა "ჩვენ მშვიდობა", ,,ადილა” "შენ ხარ ვენახი" "მრავალჟამერის" რამდენიმე ვერსია, ქალაქური ფოლკლორი და მეგრული ლირიკული მუსიკა

 


ზვიაგინცევის მხრიდან ქართული ხალხური მუსიკით დაინტერესება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ კათედრის წევრებთან და სტუდენტებთან ერთად მან თავადაც სცადა სიმღერარეჟისორმა აღფრთოვანება ვერ დამალა ქართული მრავალხმიანობის მიმართ და დრამის ფაკულტეტის წევრებს სამომავლო ურთიერთობის იმედით დაემშვიდობა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge