Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

17:10 24.10.2018
"პუტინის მზარეული" - ვინ არის კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი, რომლის "შავ საქმეებზე" მისი ხელქვეითი ალაპარაკდა

"პუ­ტი­ნის მზა­რე­უ­ლი" - ასე ეძა­ხის რუ­სუ­ლი მე­დია ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინს, რო­მე­ლიც კრემლთან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია. მას რუ­სე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვის ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს და ამის გამო ამე­რი­კის სან­ქცი­ე­ბიც კი შე­ე­ხო.

 

Новая газета-მ, რო­მელ­საც რუ­სეთ­ში უკვე აშ­კა­რად ემუქ­რე­ბი­ან, გა­და­წყვი­ტა კრემ­ლის რამ­დე­ნი­მე შავი გეგ­მა გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვოს. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრი­გო­ჟი­ნი პუ­ტი­ნის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებ­სა და კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბილ ბლო­გე­რებ­ზე თავ­დას­ხმას ახორ­ცი­ე­ლებ­და. ამ საქ­მე­ში მას ეხ­მა­რე­ბო­და 61 წლის ვა­ლე­რი ამელ­ჩენ­კო, რო­მე­ლიც პრი­გო­ჟინ­თან ერ­თად წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. ამ დრო­ის­თვის მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა. ბო­ლოს ის პე­ტერ­ბურ­გის ერთ-ერთ კა­ფე­ში ნა­ხეს, სა­ი­და­ნაც ღა­მის 10 სა­ა­თის­თვის ახ­ლობ­ლებს და­უ­რე­კა და აც­ნო­ბა, რომ უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ. მას შემ­დეგ ის არა­ვის უნა­ხავს...

 

გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე მან მო­ას­წრო და ჟურ­ნა­ლის­ტებს ბევ­რი რამ უამ­ბო. ამელ­ჩენ­კო იხ­სე­ნებს, რომ 2016 წელს ჟურ­ნალ "რუ­სუ­ლი სიკ­ვდი­ლის არ­ქე­ო­ლო­გის" გა­მომ­ცე­მელს, კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის ფონ­დის იუ­რისტს სერ­გეი მო­ხოვს სახ­ლთან ახ­ლოს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ყვა­ვი­ლე­ბით ხელ­ში შეხ­ვდა და მას "შემ­თხვე­ვით" შე­ე­ხო. იმ წუ­თი­დან მო­ხოვს კონ­ვუ­სია და­ე­მარ­თა და გო­ნე­ბა და­კარ­გა. ის სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც მა­ლე­ვე გონს მო­იყ­ვა­ნეს. მას ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა და­უ­ნიშ­ნეს და მე­ო­რე დღეს­ვე გა­მო­წე­რეს. ექი­მე­ბის დას­კვნით, მას ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტი ან ნე­ი­რო­ლეპ­ტი­კი გა­უ­კე­თეს, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი, ამის დად­გე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო...

 

მა­შინ მო­ხო­ვი და მისი მე­უღ­ლე ეჭ­ვობ­დნენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი პრი­გო­ჟი­ნის ნა­მოქ­მე­და­რი იყო, რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში სწო­რედ მისი მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი სამ­ხედ­რო კონ­ტრაქ­ტე­ბის საქ­მეს იკ­ვლევ­დნენ. ამალ­ჩენ­კოს თქმით, საქ­მის ცუდი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი პე­ტერ­ბურ­გე­ლი ოლეგ სი­მო­ნო­ვი იყო. შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ სი­მო­ნო­ვი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუ­პა.

 

ამალ­ჩენ­კო იხ­სე­ნებს, რომ პრი­გო­ჟი­ნის კი­დევ ერთი კად­რი ან­დრეი მი­ხა­ი­ლო­ვი იყო, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნებ­ზე თვალ­თვა­ლი და მათ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა ევა­ლე­ბო­და. შემ­დეგ მას სხვა და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც მო­უ­წია. კონ­კრე­ტუ­ლად, პეტ­როგ­რად­თან ახ­ლოს კლი­ნი­კა Дента-Л–ის მფლო­ბე­ლის ელე­ნა ჩე­რევ­კოს იმი­ტი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა. ცნო­ბის­თვის, ჩე­რევ­კოს პრი­გო­ჟინ­თან უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გამო დავა ჰქონ­და. მას მთვრალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მა­წან­წა­ლა ავ­ტო­მან­ქა­ნის ბორ­ბლებს ქვეშ შე­უგ­დეს, თით­ქოს ის Дента-Л–ის მფლო­ბელ­მა გა­ი­ტა­ნა. პრი­გო­ჟი­ნი ამით მას­ზე ზე­წო­ლას ახ­დენ­და...

 

2013 წელს ამელ­ჩენ­კოს სო­ჭე­ლი ბლო­გე­რის ან­ტონ გი­რი­შენ­ლოს "გაწ­ვრთნა" და­ა­ვა­ლეს, რო­მე­ლიც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან მწვა­ვე წე­რი­ლებს წერ­და. წე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით ვაჭ­რობ­და. სწო­რედ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის თემა მო­ი­მი­ზე­ზეს "პუ­ტი­ნის მზა­რე­უ­ლის" შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა მას­თან შე­სახ­ვედ­რად. შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მან მწვა­ვე ბლო­გე­ბის წერა შე­წყვი­ტა და ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცი­დან სა­ერ­თოდ გაქ­რა.

 

"მე არც ექი­მი ვარ, არც ქი­რურ­გი და არც ტრამ­ვა­ტო­ლო­გი, მაგ­რამ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ის ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩა..." – უთხრა ჟურ­ნა­ლის­ტებს ამელ­ჩენ­კომ ბლო­გერ­ზე სა­უბ­რი­სას.

 

2014 წელს ამელ­ჩენ­კო­სა და მის ხალ­ხს უკ­რა­ი­ნა­ში, დო­ნეცკ­სა და ლუ­განსკში "მუ­შა­ო­ბა" მი­უ­წი­ათ. "პუ­ტი­ნის მზა­რე­უ­ლის" ყო­ფი­ლი ხელ­ქვე­ი­თი იხ­სე­ნებს, რომ ლუ­განსკში მა­ყუ­ჩი­ა­ნი პის­ტო­ლე­ტით მას საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ა­ნი პერ­სო­ნის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა და­ე­ვა­ლა.

 

2016 წლი­დან იწყე­ბა ამალ­ჩენ­კოს კავ­ში­რი მო­წამ­ვლე­ბის ის­ტო­რი­ებ­თან. მის "ან­გა­რიშ­ზეა" ბლო­გე­რი სერ­გეი ტი­ხო­ნო­ვის სი­ცო­ცხლე, რო­მე­ლიც ასე­ვე მწვა­ვე პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბით იყო ცნო­ბი­ლი. იმ დროს ექი­მებ­მა და­ას­კვნეს, რომ ტი­ხო­ნო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვა იყო, თუმ­ცა ამალ­ჩენ­კო თა­ვის აღ­სა­რე­ბა­ში იხ­სნებს, "რო­გორ შეხ­ვდა 50 წლამ­დე მა­მა­კაცს სა­ჭი­რო ინექ­ცი­ით ხელ­ში... ნემ­სის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ კი ის და­ე­ცა და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა...".

 

მთა­ვა­რი ის­ტო­რია მა­ინც სი­რი­ა­ზეა. ამალ­ჩენ­კოს თქმით, 2017 წლის 12 თე­ბერ­ვალს პრი­გო­ჟი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი სი­რი­ა­ში ჩაფ­რინ­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას­თან ერ­თად იყ­ვნენ ჯგუ­ფის სხვა წევ­რე­ბი - სი­მო­ნო­ვი, გლა­დი­ენ­კო, სერ­გეი კუზ­ნე­ცო­ვი და ვი­ა­ჩეს­ლავ ვა­რე­ე­ვი. ასე­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი სერ­გეი გუ­ბა­ნო­ვი.

 

ამალ­ჩენ­კო იხ­სე­ნებს, რომ ჯგუფს სი­რი­ე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მიერ და­ტყვე­ვე­ბულ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მე­ომ­რებ­ზე გარ­კვე­უ­ლი პრე­პა­რა­ტის გა­მოც­და და­ე­ვა­ლა... თუმ­ცა იქ ჩა­სუ­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ არა­ვი­თა­რი ტყვე­ე­ბი სი­რი­ელ სამ­ხედ­რო­ებს არ ჰყავ­დათ. ამის შემ­დეგ რუს­მა სამ­ხედ­რო პი­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ პრე­პა­რა­ტი, რო­მელ­საც ISIS-ს წევ­რებ­ზე მო­ნა­დი­რეს უწო­დებ­დნენ, თა­ვად სი­რი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო­ებ­ზე გა­მო­ე­ცა­დათ.

 

"ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, ის პრე­პა­რა­ტი სი­რი­ელ მო­ხა­ლი­სე­ებ­სა და სამ­ხედ­რო­ებ­ზე უნდა გა­მოგ­ვე­ცა­და. მათ­თან შეხ­ვედ­რი­სას ჩა­ი­ში ჩუ­მად ჩა­უ­ყა­რეს... ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა მძი­მე ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო და და­ი­ღუ­პა, ორი მათ­გა­ნი კი მო­ი­წამ­ლა", - ჰყვე­ბა ამალ­ჩენ­კო, რომ­ლის თქმი­თაც, ის მხო­ლოდ და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებ­და და მის­თვის უც­ნო­ბია რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ეს ექ­სპე­რი­მენ­ტი.

 

novayagazeta.ru-ს კო­რეს­პონ­დენ­ტის თქმით, ამალ­ჩენ­კოს­თან, რო­მე­ლიც მათ სხვა სა­ი­დუმ­ლო ში­ნა­არ­სის დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ცე­მას და­პირ­და, ამ ეტაპ­ზე და­კავ­ში­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge