Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:20 23.10.2018
თბილისის სატრანსპორტო კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სატრანსპორტო კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

 

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია ეხმიანება გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში, ლევან ხაბეიშვილის მიერგამართულ ბრიფინგს, სადაც სატელეფონო ჩანაწერები წარმოადგინეს.

 

გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს პოლიტიკური გაერთიანება„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საჯარო მოსამსახურეებზე, კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებს და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებს.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის მიზანმიმართული პროვოკაცია და სრული სიცრუე. სატრანსპორტო კომპანიის ყველა თანამშრომელს აქვს კანონით გარანტირებული თავისუფლება, გააკეთოს საკუთარი არჩევანი და ამაში ვერავინ ჩაერევა. მსგავსი მითითება კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან არ გაცემულა.

 

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ ცდილობენ ბოროტად გამოიყენონ კომპანიის თანამშრომლები საკუთარი ამოცანებისთვის და ნუ შეუშლიან ხელს მათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში. ესენი  არიან ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად ემსახურებიან ქალაქს." - ნათქვამია განცხადებაში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge