Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:06 20.10.2018
„იცით, რომ ერაყში არის სოფელი რუისი? თუ არ იცოდით, მომისმინეთ“

ფეისბუკმომხმარებელი გიორგი ნოზაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 



„იცით, რომ ერაყში არის სოფელი რუისი? თუ არ იცოდით, მომისმინეთ. მამიდაშვილი მყავს - რამაზაი. ნაღდი ქართლია. მაგისი გაბრაზებაი მტრისასაა! ჰოდა, ორჯერ ერაყი და ერთხელ ავღანეთი აქვს მოვლილი. მიყვება: - ბიჯოო, ერაყელები ქართულდროშიან "ჰამერებს" რო დაინახამდნენ, სუ ხელს გვიქნენდნენ. დაჟე ამერიკელებმა ისწავლეს მაიმუნობაი და თავის მანქანებზე ჩვენ დროშებს აყენებდნენ. რათა, იცი?! ბაზაზე წვენებსა, ტკბილეულსა, ბურთებსა რო გვაძლენდნენ, ერაყელების სოფლებში ვჩერდებოდით და ბავშვებსა ვჩუქნიდით. ელოდებოდნენ ხომე ჩვენ გამოჩენასა. მარტო ერთი სოფელია - რაც არ უნდა გეჩუქნა, მაინც სუ ქვებს გვესროდნენ. ჰოდა, რუისი დავარქვით. უფროსობაც ეგრე ეძახის იმ სოფელსა... ქართლი რულამს!“, წერს გიორგი ნოზაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge