Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

18:38 20.10.2018
„გუშინწინ 19 წლის ბიჭი მოიყანეს მკვდარი, სავარაუდოდ, ნარკოკომით, გუშინ - 35 წლის ბიჭი, თითქმის მკვდარი და ნამდვილად ნარკოკომით! გუშინ, თანამენემსეებმა "ღუდუშაურშიც" მიიყვანეს ნარკოკომით ახალგაზრდა და გაიქცნენ“

ექიმი დავით გადელია სოციალურ ქსელში ეხმაურება მარიხუანას ლეგალიზაციის ფესტივალს და საკუთარი პრაქტიკიდან რამდენიმე მაგალითი მოაქვს, თუ რა მოსდევს ნარკოტიკის მოხმარებას:

 

„კანაფის ფესტივალიო.... ძალიან მძიმე სიტუაციაა ქალაქში ნარკომანიის მხრივ - ლამის 90-იან წლებს მაგონებს! გუშინწინ 19 წლის ბიჭი მოიყანეს მკვდარი, სავარაუდოდ, ნარკოკომით (ექსპერტიზაზეა), გუშინ - 35 წლის ბიჭი, ასევე თითქმის მკვდარი და ამ შემთხვევაში, ნამდვილად ნარკოკომით! გუშინ, თანამენემსეებმა "ღუდუშაურშიც" მიიყვანეს ნარკოკომით ახალგაზრდა და გაიქცნენ (90-იანების სტილი). შემთხვევით გადარჩა... როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?! გულით თანაგიგრძნობთ, კოლეგებო, განსაკუთრებით - 112 ექიმებო!! ვხვდები, რა მძიმე დღეშიც ხართ! ამ იდიოტებმა კიდევ- ფესტივალიო,! წერს დავით გადელია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge