Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

18:14 20.10.2018
მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებულია 11 პირი

მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის ამ ეტაპზე დაკავებულია 11 პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „გირჩის“ მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე რამდენიმე დღეა გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით. მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის ამ ეტაპზე დაკავებული 11 პირი“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge