Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:10 20.10.2018
„გირჩის“ წარმომადგენელი ნიკა ობოლაძე და კიდევ ორი მხარდამჭერი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

„გირჩის“ წარმომადგენელი ნიკა ობოლაძე და კიდევ ორი მხარდამჭერი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „გიჩი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, "დედაენის ბაღში" მისულ ორ აქტივისტს, რომელიც პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა, ცხოველების ფორმა ეცვა. დღეს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა „დედაენის ბაღში“ უკვე დააკავეს „გირჩის“ ლიდერები - ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათი გადაყვანა განყოფილებაში, მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს უკავშირდება.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს 16:20 საათზე „დედაენის ბაღში“ „გირჩი“ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის ჩატარებას გეგმავს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge