Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:24 20.10.2018
“არჩევნების შემდეგ ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება” - დავით ჭიჭინაძე

“უმრავლესობის ყოფილი წევრი, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანაში სხვა არჩევანი რომ იყოს, ეს ორი პოლიტიკური ძალა - “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება”, ორივე ერთად გასტუმრებული იქნებოდა ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდან და ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის აუცლებლობაზე საუბრობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “არჩევნების შემდეგ ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება” - “ოცნების” ყოფილი დეპუტატი.


“რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ნამდვილად არ არის კლასიკური წინასაარჩევნო კამპანია, ეს არის ბრძოლის გამოცხადება. ბოლო მოვლენები განსაკუთრებით შემაშფოთებელია და საზოგადოების განწყობაზე მოქმედებს. ამ ფარული ჩანაწერებით ხელისუფლება და ოპოზიცია ცდილობენ ხალხს არჩევანი საშუალება არ მისცენ და მუდმივი შიშის ქვეშ ამყოფონ. კომპრომატების ომი სწორედ ხელისუფლებისა და ოპოზიციის იმიჯზე აისახება უარყოფითად. დღეს ქვეყანაში ქვეყანაში სხვა არჩევანი რომ იყოს, “ოცნებაც” და ნაცმოძრაობაც” - ეს ორი პოლიტიკური ძალა დიდი ხნის გასტუმრებული იქნებოდა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე.

 

“თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნების შემდეგ საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდება და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აუცილებლად გამოჩნდება ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს - ასეთ ვაკუუმში ყოფნა დიდხანს ვერ გაგრძელდება”, - დაასკვნის რესპონდენტი.

ავტორ(ებ)ი : რეზონანასი